U17. საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ბანიკოვის თასის ფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში მიმდინარე ვიქტორ ბანიკოვის თასის მეორე ტურშიც წარმატებით ითამაშა და მასპინძელ უკრაინას 3:2 სძლია.

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონებმა თავიდანვე შეუტიეს და ჯერ ირაკლი აზაროვის გოლით დაწინაურდნენ, მერე კი ვახტანგ ჩარკვიანის ზუსტი დარტყმით ორბურთიანი სხვაობა დააფიქსირეს. უკრაინელებს კიდევ ერთი ბურთი ზურიკო დავითაშვილმა გაუტანა პენალტით, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა.

ამგვარად, გიორგი ნემსაძის გუნდმა ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და ვინაიდან პარალელურ მატჩში ბელარუსი-ესტონეთი 1:1 დასრულდა, ფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესტონეთს 19
აგვისტოს შეხვდება და შედეგის მიუხედავად დაელოდება ბ ჯგუფის გამარჯვებულს ფინალში სათამაშოდ.

გიორგი ნემსაძემ უკრაინასთან ასეთი შემადგენლობა დააყენა: ხარშილაძე, კაპანაძე (თუდები 82), გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, ჩოთალიშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ლორთქიფანიძე 61), ჩარკვიანი (ლომთაძე 61).

B ჯგუფში სლოვაკეთმა 3:1 მოუგო სლოვენიას და 6 ქულით პირველ ადგილზეა. ისრაელმა კი 2:0 დაამარცხა ლატვია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ ამ წარმატებას ბიჭებს და მწვრთნელს , ვუსურვებ ბევრი ასეთი სიხარული განეცადოთ მომავალში და გაეხარებინოთ ფეხბურთის ქომაგი.
gizog
14:16 18-08-2017
0
რა მიკვირს იცით!? ამ ბავშვებს თავიდან თითქოს არაფერი უჭირთ, კარგად თამაშობენ. მერე რა ემართებათ!? ეს საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი. მათ შორის, შესაძლოა ფსიქოლოგების მიერაც.
სტაჟიანი გულშემატკივარი
14:11 18-08-2017
0

სიახლეები პოპულარული