U19. "ძალიან სასიამოვნოა ამ კარგად ორგანიზებული ტურნირის ფინალში ყოფნა"

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ინგლისისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

U19. დღეს გორში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალია!

ფინალური შეხვედრის წინ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ელიო სოუზა - პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენი ფეხბურთელების კარიერაში ეს განსაკუთრებული მომენტია. ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ტურნირზე ნაჩვენები თამაშით. ტურნირის მიმდინარეობისას ჩვენ ვვითარდებოდით. ინგლისსა და ჩეხეთს შორის გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ძლიერი იყო. რა თქმა უნდა, გვსურდა,
ფინალში გავსულიყავით და ახლა წინ რთული მატჩი გველის. ინგლისის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია სხვადასხვა ასაკში და ყოველთვის საინტერესო მატჩები გამოდიოდა. ეს ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩვენი ფეხბურთელებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტურნირი მოვიგოთ."

კიტ დაუნინგი - ინგლისის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა ამ კარგად ორგანიზებული ტურნირის ფინალში ყოფნა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უეფასა და ქართულ საზოგადოებას. ჩვენ პატივს ვცემთ პორტუგალიას და მათ სათამაშო სტილს. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს. პორტუგალიელებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელის ფაქტორს. თუმცა კმაყოფილები ვართ ჩვენი პროგრესით, მთლიანი ტურნირის განმავლობაში ყველა ფეხბურთელი შესანიშნავად ასრულებს საკუთარ მოვალეობას და გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.

რაც შეეხება დანაკლისს, ტრევორ ჩალობას გარდა გუნდის ყველა მოთამაშე მზადაა ფინალში სათამაშოდ."

ფინალის მონაწილე გუნდების წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას უეფას 19-წლამდე ჩემპიონატის ელჩი ზურა ხიზანიშვილი ესწრებოდა: "ფინალურ შეხვედრაში ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. დაძაბულ და საინტერესო შეხვედრას ველი. ინგლისი და პორტუგალია ორივე წამყავნი საფეხბურთო ქვეყნები არიან. ვფიქრობ, რომ გახსნილი და სანახაობრივი თამაში გველის. ამავე დროს, კარგი იქნება თუ გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი გაივსება, რადგანაც ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ჩვენი ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ბიჭების თამაშს დადებითად ვაფასებ, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, რადგანაც მათ უფრო მეტი შეუძლიათ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ფეხბურთელები კარგ გუნდებში გააგრძელებენ კარიერას. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს ასეთი მხარდაჭერისთვის."

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
შესწორება!25 წლის განმავლობაში კველა გონე იხმარეს ფეხბურტის მოსაკლავად!!!
0
quTaisels ... 25 წლის უკან ქართული ფეხბურთი კი არ მოკვდა ... საბჭოთაკავშირი და მისი ფეხბურთი :-)ნუღა მისტირით იმ წარსულს ... არაფერი გვეშველება სანამ თქვენნაირად მოაზროვნენი საქმიანობენ ფეხბურთში და მთლიანად მთავრობაში, წინ გახედვის მაგივრად რო წარსულს ეპოტინებიან და მისტირიან იმიტომაც მიგვდის საქმეები კარგად ...
სიმართლე
13:59 15-07-2017
0

სიახლეები პოპულარული