ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U19: ევროპის ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
12 ივლისს საქართველოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები ჰოლანდიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0. გამარჯვების გოლი 24-ე წუთზე "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟედსონ ფერნანდეშმა გაიტანა.

ინგლისის ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იყო, რომელმაც გიორგი ყიფიანის გუნდი ჩატოვა ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი ინგლისელებმა ბოლო წამებზე გაიტანეს - ლუკას ნმეჩამ თავი ქუსლით გამოიჩინა და ფინალში ინგლისის ნაკრები გაიყვანა - 1:0.

ფინალური შეხვედრა 15 ივლისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, სადაც ერთმანეთს პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.