გარი ლინეკერი: წავაგეთ ქვეყანასთან, სადაც ვულკანი უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთელი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა ნაკრების ისლანდიასთან მარცხზე ისაუბრა.

"ეს იყო ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ცუდი მარცხი. წავაგეთ ქვეყანასთან, სადაც ვულკანი უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთელი. ისლანდიელებმა შესანიშნავად ითამაშეს.

ჰოჯსონი ღირსეული ადამიანია, მაგრამ ის გაახსენდებათ, როგორც მწვრთნელი, რომელმაც პატარა ისლანდიასთან წააგო", - დაწერა ლინეკერმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ევრო 2016-ის მერვედფინალში ისლანდიასთან ანგარიშით 1:2 წააგო.

- ევრო 2016. 1/8-ფინალი. ინგლისი-ისლანდია: ფეხბურთი თავდაყირა დადგა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებერმა გარიმ რაღაც კანონზომიერებას მიაგნო - უეჭველად ვულკანებშია საქმე - აგერ ვულკანებით სავსე ჩილემ ზედიზედ მეორედ არ გაახარა არგენტინა და მესის სანაკრებო კარიერაც შეიწირა, აქ კიდევ ვულკანური ისლანდია... იქნებ, მთლად ვულკანის კრატერზე არც ვარჯიშობდნენ, მაგრამ ინგლისელებივით ლუდის ბარებში რომ არ ივარჯიშებენ - ყველაფერზე ეტყობათ....
მსქროლავი ტროლი
15:43 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული