მეფე ტონი - კროოსმა უფრო მეტი გადაცემა გააკეთა, ვიდრე მთლიანად ჩრდ. ირლანდიამ

AutoSharing Option
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა 111 (WhoScored-ის მონაცემებით 121) გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ეს 6 (WhoScored-ის მონაცემებით 11) გადაცემით მეტია, ვიდრე ჩრდ. ირლანდიის ფეხბურთელებმა ჯამში გააკეთეს.

ბრიტანელთა რიგებში ლიდერი, გადაცემების მხრივ, სტივენ დევისი და მეკარე მაიკლ მაკგოვერნი (18-18) გახდნენ.

ტონი კროოსი ერთადერთი ფეხბურთელია ევრო 2016-ზე, ვინც საშუალოდ მატჩში 100 გადაცემაზე მეტს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ჩრდ. ირლანდიას მინიმალური ანგარიშით მოუგო და 7 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

- ევრო 2016. C ჯგუფი. ჩრდ. ირლანდია-გერმანია: როდის ვნახავთ
რეალურ გერმანიას? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხ გვარდიოლა, შენი კარგი რა ვთქვა
bavaria
12:56 22-06-2016
0

სიახლეები პოპულარული