ოლივიე ჟირუ სტადიონზე შნაიდერლინის შეყვარებულის "შებმას" ცდილობდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს, ევრო 2016-ზე ალბანეთთან მატჩში გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, მორგან შნაიდერლინის მეგობარ გოგონასთან ფლირტისას წაასწრეს.

ჟირუ, რომელიც მატჩის მეორე ტაიმში შეცვალეს, გულშემატკივრების ტრიბუნასთან მივიდა და ერთ-ერთი გოგონას "შებმა" სცადა, მაგრამ აშკარად არაფერი გამოუვიდა.

ლამაზმანი მორგან შნაიდერლინის რჩეული კამილა სოლდი აღმოჩნდა.

Sportall.Ge

ეპიზოდმა კი მედიისა და საზოგადოების ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ ჟირუსთვის სექს-სკანდალები უცხო არაა. მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, "არსენალის" მატჩის წინ, მან ღამე სასტუმროში მოდელთან გაატარა. მაშინ ცოლმა ფეხბურთელს "ცოდვები" აპატია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული