საფრანგეთში 43 რუსი გულშემატკივარი დააკავეს

AutoSharing Option
საფრანგეთში პოლიციამ 43 რუსი გულშემატკივარი დააკავა. ამის შესახებ ალპების ფრანგული დეპარტამენტის პრეფექტმა ადოლფ კოლრატმა განაცხადა.

ფანების დაკავება სამხრეთ საფრანგეთში მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებამ მარსელში მომხდარ არეულობაში მათი კავშირი დაადგინა, ფანები სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

პრეფექტის თქმით, მარსელის პროკურატურა ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერებს იკვლევს, რომ დაკავებულებიდან შესაძლო დამნაშავეები ამოიცნოს.

- ლილში რუს და ბრიტანელ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული