U18. საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია გაანადგურა და ნახევრფინალში გავიდა

AutoSharing Option
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებმა პრაღაში ტურნირის დებიუტანტი შვეიცარია 86:10 დაამარცხა.

საქართველომ 13 ლელო გაიტანა - 3-3 ლუკა საღინაძისა და მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, თითო-თითო კი გიორგი ჯაშმა, მიხეილ ხახუბიამ, გიორგი მესხიძემ, გიორგი ხაინდრავამ, სანდრო სესიაშვილმა, გიორგი სპანდერაშვილმა და შოთა ხელაძემ მიითვალეს.

ზურაბ ამონაშვილის გაწვრთილი გუნდი 18 ნოემბერს ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდება, რომელმაც ბელგიას 34:6 მოუგო. ფინალი 18 ნოემბერს გაიმართება.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
საქართველო – შვეიცარია 86:10
საქართველო

ხაზი:
15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. დავით ბარბაქაძე (არმია), 13. სანდრო სესიაშვილი
(არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. თემო წულუკიძე (იუნკერები), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა:
16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 20. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი); 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 25. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 2 /
ორი დღეა ვიდეოს ველოდები რა ჯანდაბა გჭირთ?
კახა
22:56 12-11-2023
1
რა თქმა უნდა ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ,თუმცა აშკარად ჩანს,რომ მოსამზადებელი თამაშები ვერ ჩაატარეს და დასალაგებლები არიან.ინდივიდუალურად,რამდენიმე ბიჭი,უკვე დღესვე ითამაშებდა,20 წლამდელებში,მაგრამ ძალიან ბევრი ხარვეზიც აშკარად ჩანს.იმედია, გადამწყვეტი თამაშებისათვის,მეტ ნაკლებად დალაგდებიან.მომდევნო თამაშებში,გაცილებით უფრო მეტად შეთამაშებული და მაღალი დონის მეტოქეები შეგვხვდებიანმ,ვისთანაც დალაგებული გუნდური თამაში,გამარჯვებისათვის,უკვე აუცილებელი იქნება.წარმატებებს გისურვებთ!
სოსო
22:35 12-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ