18 წ. | ტიტულის დაცვას შვეიცარიით ვიწყებთ

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ხვალიდან ევროპის ჩემპიონის ზედიზედ მეხუთე ტიტულს შეუტევენ.

1/4-ფინალში საქართველოს მეტოქე ტურნირის დებიუტანტი შვეიცარია იქნება. შეხვედრა 11 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე ბელგიისა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.

18 წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს დროით 13 საათზე სწორედ ბელგია-ნიდერლანდების რკენით იწყება; 15:30-ზე პორტუგალია რუმინეთს ეთამაშება; 1/4-ფინალური ეტაპი 20:30-ზე ესპანეთისა და ჩეხეთის შეხვედრით სრულდება.

შეგახსენებთ, ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება. 1/4-ფინალში გამარჯვებული გუნდები თასის ნახევარფინალში გადიან, დამარცხებულები კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.
ნახევარფინალები 14, ფინალები კი 18 ნოემბერსაა ჩანიშნული.

18-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა უკვე დაასახელა სასტარტო შემადგენლობა. დამწყებთა შორის ორი ლეგიონერია, ხოლო დანარჩენი 13 მოთამაშე 7 კლუბს წარმოადგენს. 5 მოთამაშეა "ლელოდან", 3 "არმიიდან", თითო-თითო კი "ბათუმიდან", "ვეფხვებიდან", "ხვამლიდან", "ლოკომოტივიდან" და "იუნკერებიდან".

„შვეიცარიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით და უფრო მომდევნო მეტოქეებზე ვართ ფოკუსირებული. ბელგიას და ნიდერლანდებს განაცხადში მრავლად ჰყავს ლეგიონერები საფრანგეთიდან და ბრიტანეთიდან. ვფიქრობ, მათთან თამაში საინტერესო იქნება. რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, ფინალამდე ორ-ორი თამაში გვიწევს და მათ ადგილზე დავაკვირდებით. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე კარგად დაბალანსებული, მოძრავი გუნდია და ჩვენთვის უხერხული მეტოქეები არიან“ – აღნიშნავს ამონაშვილი.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
ჩეხეთი. პრაღა. 1/4-ფინალი. 18:00 საქ. დრო
საქართველო – შვეიცარია
საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. დავით ბარბაქაძე (არმია), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. თემო წულუკიძე (იუნკერები), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 20. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი); 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 25. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო).

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამიკა ისეთია,ყოველი ასაკობრივი ნაკრები,მის წინამორბედზე უფრო უკეთესი გუნდია და მჯერა,ამ ჯერზეც ასე იქნება.გამარჯვება თავისთავად,მაგრამ კარგი თამაშით გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენს ბიჭებს.
სოსო
21:07 10-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ