ასაკობრივი ნაკრები

სამხრეთ აფრიკამ მოიგო - საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკამ არგენტინა 24:16 დაამარცხა.

პირველი ტაიმი არგენტინამ უკეთ ჩაატარა და 16:7 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები მიეძალნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

შედეგად, С ჯგუფში პირველ ადგილზე სამხრეთი აფრიკა გავიდა, მეორეზე კი - საქართველო.

„უმცროსი ბორჯღალოსნები“ ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდა, არგენტინას 20:0, იტალიას კი 30:17 სძლია და V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, რაც დიდი მიღწევაა. აქამდე ჩვენი გუნდის საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო (2018 წელს).