ბრწყინვალე გამარჯვება - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" არგენტინა დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველად ისტორიაში! ტიერ 1-ის გუნდი 0-ზე დავამარცხეთ

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, წვიმიან ამინდში არგენტინა 20:0 დაამარცხა, რომელმაც პირველ ტურში იტალიას 43:15 სძლია.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა და 14:0 მოიგო - ლელოები ხორბალაძემ და ხონელიძემ გაიტანეს. შესვენების შემდეგ „უმცროსი ბორჯღალოსნები“ ხუციშვილის ზუსტად შესრულებული ორი საჯარიმოთი 20:0 გაიჭრა წინ და მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე. აღსანიშნავია, რომ კილასონიას შეგირდებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში, განსაკუთრებით, ფიზიკურ ორთაბრძოლებში დაჯაბნეს.

ჩვენი ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში სამხრეთი აფრიკა
იტალიასთან 26:34 დამარცხდა. C ჯგუფში ოთხივე გუნდს თითო მოგება და წაგება აქვს, საქართველო კი ბოლო ადგილზეა, რადგან ჯერ ბონუს-ქულა არ მოუპოვებია.

შემდეგ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 4 ივლისს იტალიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
სტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“
არგენტინა – საქართველო 0:20

საქართველო
ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 20. ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მკითხველის კომენტარები / 32 /
მსაჯი მომეწონა სიმპატიური იყო კარგი დგომა ქონდა შერკინების დროს
გუჯა
18:03 30-06-2023
0
ესეთ უსუსურ არგენტინას ვერც წარმოვიდგენდი!!!
tngh
14:10 30-06-2023
5