ასაკობრივი ნაკრები

ლაშა ჯაიანი: ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს

AutoSharing Option
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ამ ტურნირზე - ასე შეაფასა "უმცროსი ბორჯღალოსნების" მორაგბე ლაშა ჯაიანმა იაპონიასთან მატჩი.

ახალგაზრდა სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ ზედიზედ მეოთხედ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ქართველი გულშემატკივრისთვის ბევრს ნიშნავს.

"ეს ძალიან რთული თამაში იყო. იაპონელებმა დიდებულად ითამაშეს და პატივისცემას იმსახურებენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ორი თამაში არასდროს მოგვიგია. სასიამოვნოა, რომ შემდეგ მსოფლიო პირველობაზეც თამაში გავინაღდეთ.

ეს ზედიზედ მეოთხედ ხდება და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს", - აღნიშნა ჯაიანმა.

alt"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამომავალი მზის ქვეყნის მორაგბეებს მზე დაუბნელეს [VIDEO]

altგელა

აფრასიძე: ჩვენ საქართველო ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ