ჭიდაობა

სამბო

სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან

AutoSharing Option
18 მაისს ათენში დაწყებულ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა 4 ვერცხლი მოიპოვა - 1 გოგონებმა და 3 - ვაჟებმა.

გოგოებში კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი გახდა, ვინც ფინალური პაექრობა გამოცდილ უკრაინელ ნატალია სმალთან დათმო.

ვაჟებში ანალოგიურ წარმატებას ფოთელმა გივი ნადარეიშვილმა (52), ზესტაფონელმა მინდია ლილუაშვილმა (68) და პაატა ღვინიაშვილმა (90) მიაღწიეს.

lelo.ge