ჭიდაობა

ძიუდო

"დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად" - ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს

AutoSharing Option
ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ ლაბორატორიაში, გერმანიის ქალაქ კიოლნში.

თავად მაისურაძემ "ლიდერსპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი წლის წინ ადვოკატიც აიყვანა, თუმცა სამართლებრივი ბრძოლით ვერაფერს გახდა.

"ერთი წლის
წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად", - განაცხადა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, ლუკა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იჭიდავა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ძიუდოში ერთადერთი ოქრო სწორედ -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა, რომელიც ლაშა ბექაურის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

altლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა

altლუკა მაისურაძე პირველივე წრეში დამარცხდა

altქართული ფინალი დოჰაში! ბექაური და მაისურაძე ოქროსთვის იჭიდავებენ

ასევე დაგაინტერესებთ