ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "რეინჯერსის" გამარჯვება

AutoSharing Option
ფილადელფია-რეინჯერსი 2:5
0:0, 0:1, 2:4
გოლები: 0:1 ჰეიესი-12 (გრაბნერი-7, სკიეი-16), 0:2 კრაიდერი-16 (სტეპანი-22, ცუკარელო-22), 0:3 გრაბნერი-15 (ჯ-ტ. მილერი-16, ჟირარდი-5), 1:3 ვორაჩეკი-12 (ჟირუ-23, გოსტისბეერი-15), 1:4 ჰეიესი-13 (ჯ-ტ. მილერი-17), 2:4 ვორაჩეკი-13 (დელ ზოტო-6, რაფლი-3), 2:5 გრაბნერი-16.
წინა დღეს, "რეინჯერსის" მეკარემ ჰენრიკ ლუნდკვისტმა "ბაფალოსთან" 19 დარტყმიდან ოთხი გაუშვა და თავის გუნდს წააგებინა, თუმცა, ამჯერად, 32-დან 30 გასროლა მოიგერია და სეზონში მე-17 მატჩი მოიგო. ეს იყო ნიუიორკელთა პირველი მოგება 2017 წელს.

დალასი-მონრეალი 3:4 (ო)
1:1, 1:0, 1:2, 0:1
გოლები: 0:1 ბოლიო-2 (დანო-10), 1:1 სეგუინი-14 (ს. ჯონსი-4,
შარპი-2), 2:1 კლინგბერგი-4 (იკინი-2, სპეცა-16), 2:2 რადულოვი-9 (ბოლიო-10, შ. უებერი-13), 2:3 პასიორეტი-17 (ბოლიო-11, შ. უებერი-14), 3:3 ლინდელი-4 (კლინგბერგი-16), 3:4 პასიორეტი-18 (პეტრი-11, დანო-11).
მაქს პასიორეტიმ ოვერტაიმის დაწყებიდან მე-19 წამზე გაიტანა გამარჯვების გოლი, სულ კი ამ ფორვარდმა დუბლი შეასრულა. მატჩის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა მეკარე ელ მონტოია, რომელმაც 39 დარტყმა მოიგერია.

ფლორიდა-ვინიპეგი 1:4
0:0, 1:2, 0:2
გოლები: 0:1 მატიასი-5 (პოსტმა-8, ლოური-5), 0:2 ლაინე-21 (ლიტლი-7), 1:2 მაკკეგი-1 (იაგრი-17, ეკბლადი-4), 1:3 ელერსი-13 (ლიტლი-8), 1:4 შაიფლი-17 (ტროუბა-11, ლაინე-15).
2016 წლის დრაფტის მეორე ნომერმა პატრიკ ლაინემ 21-ე გოლი გაიტანა და ლიდერია შაიბების რაოდენობით დებიუტანტებს შორის.

კალგარი-კოლორადო 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 ვერსტიგი-7 (მონეჰანი-11, ჩიასონი-7), 2:0 ბეკლუნდი-12 (ჯორდანო-11, ტკაჩაკი-16), 3:0 ჩიასონი-6 (ბროუდი-12, მონეჰანი-12), 4:0 გოდრო-10 (ჯორდანო-12, ბროუდი-13), 4:1 ვირჩიოკი-3 (იგინლა-5).
"კალგარიმ" კარგად ისარგებლა მეტოქის უხეშობით და შვიდიდან სამჯერ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა. კალგარელმა შვედმა მიკაელ ბეკლუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო გატანა.

ვანკუვერი-არიზონა 3:0
1:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ბაერტში-11, 2:0 ბ. სატერი-10 (ბულიტი), 3:0 ჰორვატი-12 (ბაროუზი-9, ტანევი-4).
რაიან მილერმა 22 დარტყმა მოიგერია და ბოლო ერთ წელიწადში პირველი შათაუტი შეასრულა. მისი წყალობით, "ვანკუვერმა" ხუთამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია, ბოლო 10 მატჩში კი კანადურ კლუბს შვიდი მოგება აქვს.

ანაჰაიმი-დეტროიტი 2:0
1:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 რიტჩი-9 (ვერმეტი-10, კასე-6), 2:0 კასე-3 (ვერმეტი-11, ბიეკსა-2).
დღის მეორე შათაუტის ავტორი გახდა ჯონ გიბსონი. ორი დღის წინ, მან 51 დარტყმა მოიგერია "ფილადელფიასთან" "მშრალად" მოგებულ მატჩში, ახლა კი 23 მოგერიებაც ეყო კარიერაში მერვე შათაუტის შესასრულებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული