NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა.

წინა შვიდი დღის პირველი ვარსკვლავი გახდა "ედმონტონ ოილერზის" მეკარე კემ ტელბოტი. მან სამიდან სამი მატჩი მოიგო, საშუალოდ 1.0 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.0 პროცენტი მოიგერია. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ერთი "შათაუტი" მოდის. "ედმონტონს" საუკეთესო სტარტი აქვს რეგულარულ ჩემპიონატში 1985-86 წლების სეზონის შემდეგ - ექვს მატჩში ხუთი მოგება.

კვირის მეორე ვარსკვლავია "ჩიკაგოს" რუსი ფორვარდი არტიომ ანისიმოვი. ის გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო - სამ მატჩში 7 ქულა (4+3) დააგროვა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო
"დეტროიტ რედ უინგზის" მცველმა მაიკ გრინმა, რომელმაც ოთხიდან ოთხ მოგებულ მატჩში 5 ქულა (3+2) მიითვალა. მან "ოტავასთან" შეხვედრაში (5:1) კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

***
"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანი სიდნი კროსბი, შესაძლოა, დღესვე დაუბრუნდეს მოედანს.

ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ექიმებმა კროსბის სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება მისცეს და ჰოკეისტი ყინულზე არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა.

რეგულარული ჩემპიონატის პირველ ექვს მატჩში, "პიტსბურგს" მხოლოდ სამი მოგება აქვს და მეშვიდე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში. კროსბიმ სეზონის წინ ტვინის შერყევა მიიღო და ახალ სეზონში ჯერ არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

მონრეალი-ფილადელფია 3:1
0:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 შ. უებერი-2 (რადულოვი-2, ლეჰკონენი-1), 1:1 ვორაჩეკი-3 (ჟირუ-7, მენინგი-4), 2:1 გალაჰერი-4 (რადულოვი-3, შ. უებერი-5), 3:1 რადულოვი-2 (ემელინი-1).

ჩიკაგო-კალგარი 2:3 (ბ)
0:1, 1:1, 1:0, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ბენეტი-1 (დ. ჰემილტონი-2, ფერლანდი-1), 1:1 პ. კეინი-2 (ანისიმოვი-5), 1:2 მონეჰანი-3 (ბროუერი-2, ჯორდანო-4), 2:2 ბ. კემპბელი-1.
ბულიტები გაიტანეს: ვერსტიგი (კალგარი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული