მსოფლიოს თასის ისტორია. 1987: ასეთი ჰოკეი არასოდეს ყოფილა

AutoSharing Option
კანადის თასი-1987
ჩატარების თარიღი: 28 აგვისტო-15 სექტემბერი, 1987
გუნდი: 6
ჩემპიონი: კანადა
ფინალისტი: სსრკ
მატჩი: 20
გოლი: 138 (საშუალოდ 6.9)
ბომბარდირი: უეინ გრეტცკი, კანადა (21 ქულა)
MVP: უეინ გრეტცკი (კანადა)

ასეთი ჰოკეი არასოდეს ყოფილა
თავდაპირველად, კანადის თასის მეოთხე გათამაშება 1988 წელს იყო დაგეგმილი. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ სეულის ოლიმპიადა სექტემბრისთვის გადაიტანეს და ის ჰოკეის ტურნირს დაემთხვეოდა. ამიტომაც, კანადის თასი ექვს კანადურ ქალაქსა და ამერიკულ ჰარტფორდში ერთი წლით ადრე ჩაატარეს.

კანადის ნაკრებმა მაიკ კინენის ხელმძღვანელობით სერიოზული საწვრთნელი შეკრება მოაწყო, რომელშიც 40 ჰოკეისტი
მონაწილეობდა. როდესაც საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დასახელდა, გაირკვა, რომ ტურნირის მიღმა დარჩნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ სტივ აიზერმანი, კემ ნილი, პატრიკ რუა, ელ მაკინისი, დინო სისარელი...

რაც შეეხება მეორე ფავორიტს - სსრკ-ის ნაკრებს, მისი შესაძლებლობების თაობაზე გარკვეული ეჭვი არსებობდა, რადგან "საბჭოურმა მანქანამ" მსოფლიოს ბოლო სამი ჩემპიონატიდან ორი წააგო.

* * *
გათამაშების ფორმატი ზუსტად იგივე იყო, როგორიც წინა ტურნირზე. ორივე ფავორიტმა ჯგუფური ეტაპი ცუდად დაიწყო. კანადამ ვერ დაამარცხა ჩეხოსლოვაკია - 4:4, რაც ლეგენდარული მეკარის დომინიკ ჰაშეკის დამსახურებაა. სსრკ-ის ნაკრებმა კი შვედეთთან წააგო - 3:5.

თუმცა, ამის შემდეგ, ფავორიტებს შეცდომა არ დაუშვიათ. საბჭოელები დამაჯერებლად გაუსწორდნენ ჩეხოსლოვაკიას (4:0), ფინეთს (7:4) და აშშ-ს (5:1), კანადელებმა კი ასევე ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს - ფინეთთან (4:1), აშშ-სთან (3:2) და შვედეთთან (5:3). ბოლო ტურში კანადა და სსრკ ერთმანეთში დაზავდნენ - 3:3.

ნახევარფინალებმა შედარებით მშვიდად ჩაიარა: სსრკ-მ რევანში აუღო შვედეთს - 4:2, კანადა კი თავიდან 0:2 ჩამორჩა ჩეხოსლოვაკიასთან, მაგრამ ასევე ორი შაიბით მოიგო - 5:3.

* * *
ასე რომ, მეორედ ტურნირის ისტორიაში, ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ კანადისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები. აღიარებულია, რომ კანადის თასის მეოთხე გათამაშების ფინალური სერია ჰოკეის ისტორიაში ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იყო.

პირველ მატჩში, რომელიც 11 სექტემბერს, მონრეალში გაიმართა, უპირატესობა ერთი გუნდიდან მეორესკენ გადადიოდა, ყველაფერი კი ოვერტაიმში დასრულდა. პირველი გოლი კანადელებმა გაიტანეს - მეორე წუთის ბოლოს ანგარიში მაიკ გარტნერმა გახსნა, მაგრამ უკვე პირველი პერიოდის მიწურულს, სტუმრები 3:1-ს იგებდნენ. ბრწყინვალედ მოქმედებდა საბჭოელების პირველი ხუთეული - სერგეი მაკაროვმა რიცხობრივ უმცირესობაშიც კი გაიტანა.

შესვენების შემდეგ, კამენსკიმ 4:1-მდე გაზარდა ანგარიში. მთავარი საგიჟეთი ამის შემდეგ დაიწყო. კანადელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და სხვაობა შეამცირეს, მესამე პერიოდში კი დაგ გილმორის, გლენ ანდერსონისა და უეინ გრეტცკის გოლებით, თამაშის ბედი 180 გრადუსით შეტრიალდა - 5:4. სანამ მონრეალის "ფორუმი" ზეიმობდა, ანდრეი ხომუტოვმა ანგარიში გაათანაბრა - 5:5. დაინიშნა ოვერტაიმი, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული ბულიტების სერია - თამაში გოლამდე. და ეს გოლი სერგეი სემაკმა გაიტანა და სერიაში სსრკ დაწინაურდა.

* * *
მეორე მატჩში საბჭოთა ნაკრების კარში მილნიკოვის ნაცვლად, ბელოშეიკინი ჩადგა. მაგრამ, მთავარი ცვლილება კანადელთა შემადგენლობაში მოხდა - მაიკ კინენმა გადაწყვიტა ერთ სამეულში დაეყენებინა უეინ გრეტცკი და მარიო ლემიე. მესამე პარტნიორი მიშელ გულე იყო.

ამ შეხვედრაში მასპინძლები მუდმივად წინ იყვნენ - 1:0, 3:1, 4:3, 5:4. სსრკ-მ ბოლოჯერ ანგარიში ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრა (კამენსკი). პირველი ოვერტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეს მე-11 წუთზე კი კანადამ მაინც შეძლო გამარჯვების შაიბის გატანა: გრეტცკიმ მატჩში მეხუთე (!) შედეგიანი პასი შეასრულა, ლემიეს ანგარიშზე კი გამარჯვების გოლი და ჰეთ-თრიკი იყო.

მოგვიანებით, გრეტცკიმ ამ შეხვედრას საუკეთესო საერთაშორისო მატჩი უწოდა საკუთარ კარიერაში. ყველა დროის უდიადესმა ჰოკეისტმა იმ საღამოს 55 წუთი გაატარა ყინულზე!

* * *
წინ იყო მესამე, გადამწყვეტი მატჩი. როგორც პირველ შეხვედრაში, აქაც სსრკ სამი შაიბით დაწინაურდა - 3:0 უკვე მერვე წუთზე. მაგრამ კანადა არც ამჯერად ჩავარდა პანიკაში და მორიგი ქამბექი შედგა.

ფინალური სერიის 12 პერიოდში (ოვერტაიმების ჩათვლით), საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოიგო ხუთი, კანადამ - ოთხი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი - მესამე შეხვედრის მეორე პერიოდი მასპინძლებს დარჩათ - 3:0. სემაკმა ისევ მატჩის მიწურულს გაათანაბრა ანგარიში. ისევ 5:5 და ისევ ახლოს იყო ოვერტაიმი, მაგრამ კანადელები სამნი ერთ მცველზე გაიქცნენ.

კრავჩუკი ყინულზე დაწვა, რომ შორეულ ძელთან პასი ჩაეჭრა, მაგრამ გრეტცკიმ უკან მიაწოდა ლემიეს, რომელსაც შეეძლო ცარიელ კართან მდგარი ლარი მერფი მოენახა, მაგრამ თავად გაისროლა და შაიბა კარში შევარდა. მესამე პერიოდის დასრულებამდე 26 წამი რჩებოდა. საბჭოთა კავშირს დრო არ ეყო კიდევ ერთხელ გადასარჩენად.

მაიკ კინენის სვლამ ასი პროცენტით გაამართლა. გრეტცკისა და ლემიეს დუეტი ყოველთვის დარჩება თანამედროვე ჰოკეის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ წყვილად. გრეტცკიმ ტურნირი 21 ქულით დაასრულა (3 გოლი და 18 საგოლე პასი), ლემიემ - 18 ქულით (11 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა).

საერთოდ, კინენი ხშირად მიმართავდა ექსპერიმენტებს და ბოლოსკენ მიაგნო ხუთეულს, რომელმაც, ასე თუ ისე, შეძლო ლარიონოვის ხუთეულის განეიტრალება. ეს მისია მცველებს - კროსმანსა და როშფორს და ფორვარდებს - ანდერსონს, მესიესა და გარტნერს დაეკისრათ.

ჯგუფური ეტაპი
ჩეხოსლოვაკია-კანადა 4:4
2:2, 1:1, 1:1
გოლები: ტოკეტი (პროპი, გრეტცკი), 1:1 პაშეკი (ლიბა, ვლახი), 2:1 ჰორჟავა (ვოლეკი, დოლეჟალი), 2:2 ჰავერჩუკი (მესიე, ბურკი), 2:3 კ. ლემიე (მ. ლემიე, დინინი), 3:3 ვლკი (ჰორჟავა, კადლეცი), 3:4 კოფი (გრეტცკი, მ. ლემიე), 4:4 ვოლეკი (ჰრდინა, სტავიანა).

აშშ-ფინეთი 4:1
0:0, 1:0, 3:1
გოლები: 1:0 ლაფონტენი (ბროტენი), 2:0 ლაფონტენი (სუტერი, ჰაუსლი), 3:0 პრესლი (სუტერი), 4:0 მალენი (რემზი, კარპენტერი), 4:1 იუტილა (ჰელმინენი).

შვედეთი-სსრკ 5:3
3:1, 1:2, 1:0
გოლები: 0:1 კამენსკი (ბიკოვი, სტელნოვი), 1:! გუსტაფსონი (ტელვენი, ნესლუნდი), 2:1 ალბელინი (ელდებრინკი, ნილსონი), 3:1 ა. კარლსონი (იონსონი, ლ. კარლსონი), 3:2 კრუტოვი, 3:3 ხომუტოვი, 4:3 ლ. კარლსონი, 5:3 სუნდსტრიომი (ნილსონი).

კანადა-ფინეთი 4:1
2:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ჰავერჩუკი (ტოკეტი, დინინი), 2:0 ტოკეტი, 3:0 დინინი (მერფი), 3:1 რუუტუ (ვირტა, მაკელა), 4:1 მესიე (კ. ლემიე, ბურკი).

სსრკ-ჩეხოსლოვაკია 4:0
2:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 კრუტოვი (მაკაროვი, სტელნოვი), 2:0 სემაკი (პრიახინი, კრავჩუკი), 3:0 სტელნოვი (კრავჩუკი), 4:0 სემიონოვი (ლომაკინი, ფეტისოვი).

აშშ-შვედეთი 5:2
1:0, 3:1, 1:1
გოლები: 1:0 კარპენტერი (ოლჩიკი, ოტო), 2:0 ოლჩიკი (ოტო, კარპენტერი), 3:0 ნილანი (ფრეზერი, ჰაუსლი), 4:0 ბრუკი (ლენგუეი), 4:1 გუსტაფსონი (ნესლუნდი, ელდებრინკი), 5:1 მალენი (ბროტენი, ჯონსონი), 5:2 ნესლუნდი (ელდებრინკი, ნილსონი).

სსრკ-ფინეთი 7:4
3:3, 3:0, 1:1
გოლები: 1:0 კამენსკი (ხომუტოვი, კრავჩუკი), 2:0 ლომაკინი (სემიონოვი), 2:1 ნუმინენი (კური, რუუტუ), 3:1 მაკაროვი (კრუტოვი, ბიკოვი), 3:2 სუმანენი (ჰელმინენი), 3:3 სეპო (ოიანენი, კილონენი), 4:3 ლომაკინი (სვეტლოვი, პერვუხინი), 5:3 მაკაროვი (სტელნოვი, ლარიონოვი), 6:3 მაკაროვი (ლარიონოვი, ხმილიოვი), 7:3 კამენსკი (კრავჩუკი, ბიკოვი), 7:4 მაკელა (ჰელმინენი, სუმანენი).

კანადა-აშშ 3:2
0:1, 2:0, 1:1
გოლები: 0:1 ლაფონტენი, 1:1 მ. ლემიე (ჰარტსბურგი), 2:1 მ. ლემიე (გრეტცკი, კოფი), 3:1 მ. ლემიე (გრეტცკი, მესიე), 3:2 მილენი (სუტერი, ჩელიოსი).

შვედეთი-ჩეხოსლოვაკია 4:0
1:0, 1:0, 2:0
გოლები: 1:0 ბერგკვისტი (სიოდერგრენი), 2:0 ელდებრინკი (მ. ანდერსონი), 3:0 პეტერსონი (ეკლუნდი, ტელვენი), 4:0 ეკლუნდი (სამუელსონი, მ. ანდერსონი).

სსრკ-აშშ 5:1
2:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 კამენსკი (ბიკოვი), 2:0 მაკაროვი (კასატონოვი, კრუტოვი), 2:1 მალენი (ჩელიოსი), 3:1 სვეტლოვი (ლომაკინი), 4:1 კრუტოვი (კასატონოვი, მაკაროვი), 5:1 სემიონოვი (სვეტლოვი).

ჩეხოსლოვაკია-ფინეთი 5:2
2:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 პაშეკი (ჩაიკა), 2:0 შეიბა (პაშეკი, ჰორჟავა), 3:0 ბენაკი (ლუბინა, ვოლეკი), 4:0 რუჟიჩკა, 5:0 ვლკი (ჩაიკა), 5:1 ჰაგმანი (კილონენი, ტიკანენი), 5:2 კური (სკრიკო).

კანადა-შვედეთი 5:3
2:2, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 გრეტცკი (ბურკი, კოფი), 1:1 გუსტაფსონი (როუპე), 1:2 პეტერსონი (ალბელინი, მ. ანდერსონი), 2:2 მ. ლემიე (გრეტცკი, კოფი), 3:2 გარტნერი, 3:3 მ. ანდერსონი (ეკლუნდი), 4:3 მ. ლემიე (გრეტცკი), 5:3 გულე (გრეტცკი, პატრიკი).

შვედეთი-ფინეთი 3:1
1:0, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 იონსონი (მ. ანდერსონი, ტელვენი), 2:0 ალბელინი (ნილსონი, რუნდკვისტი), 3:0 როუპე, 3:1 რუუტუ.

ჩეხოსლოვაკია-აშშ 3:1
1:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 რუჟიჩკა (როსოლი), 1:1 ნილანი, 2:1 პაშეკი (ბენაკი, ბოჟიკი), 3:1 ჰრდინა (ჩაიკა).

კანადა-სსრკ 3:3
1:0, 1:3, 1:0
გოლები: 1:0 ანდერსონი (მ. ლემიე), 1:1 სვეტლოვი (სემიონოვი, ლომაკინი), 1:2 კრუტოვი (მაკაროვი, სტელნოვი), 1:3 სვეტლოვი (ფეტისოვი, სემიონოვი), 2:3 ბურკი (გრეტცკი, მესიე), 3:3 გრეტცკი (ანდერსონი, მესიე).

თ მ წ ფ შ ქ
1. კანადა 5 3 0 2 19-13 8
2. სსრკ 5 3 1 1 22-13 7
3. შვედეთი 5 3 2 0 17-14 6
4. ჩეხოსლოვაკია 5 2 2 1 12-15 5
5. აშშ 5 2 3 0 13-14 4
6. ფინეთი 5 0 5 0 9-23 0

1/2 ფინალი
სსრკ-შვედეთი 4:2
1:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 კრუტოვი (მაკაროვი, კასატონოვი), 2:0 ბიკოვი (კრუტოვი), 3:0 ლარიონოვი (მაკაროვი, ფეტისოვი), 3:1 ბერგკვისტი (სიოდერგრენი, პ. ანდერსონი), 4:1 მაკაროვი (ფეტისოვი, კრუტოვი), 4:2 პ. ანდერსონი (მ. ანდერსონი, რუნდკვისტი).

კანადა-ჩეხოსლოვაკია 5:3
0:2, 3:0, 2:1
გოლები: 0:1 პაშეკი (ლიბა, შეიბა), 0:2 ბენაკი (ლიბა, შეიბა), 1:2 ჰავერჩუკი (მერფი, გულე), 2:2 მ. ლემიე (გულე), 3:2 მ. ლემიე (ბურკი, გრეტცკი), 4:2 გულე (გრეტცკი, სუტერი), 4:3 ვოლეკი (ჰრდინა, ბენაკი), 5:3 პროპი (მ. ლემიე, სუტერი).

ფინალი
სსრკ-კანადა 6:5 (ო)
3:1, 1:1, 1:3, 1:0
გოლები: 0:1 გარტნერი (მ. ლემიე, როშფორი), 1:1 კასატონოვი (ფეტისოვი, სემიონოვი), 2:1 კრუტოვი (ფეტისოვი, მაკაროვი), 3:1 მაკაროვი (კრუტოვი), 4:1 კამენსკი (ხომუტოვი, გუსაროვი), 4:2 ბურკი (გრეტცკი, მ. ლემიე), 4:3 გილმორი (გარტნერი, ჰარტსბურგი), 4:4 ანდერსონი (მესიე, მერფი), 4:5 გრეტცკი (ბურკი), 5:5 ხომუტოვი (ბიკოვი), 6:5 სემაკი (სემიონოვი, ლომაკინი).

კანადა-სსრკ 6:5 (ო)
3:1, 1:2, 1:2, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 როშფორი (მესიე, ჰავერჩუკი), 1:1 ხომუტოვი (ბიკოვი), 2:1 გილმორი (როშფორი, გრეტცკი), 3:1 კოფი (გრეტცკი, გარტნერი), 3:2 ფეტისოვი (კრუტოვი, კასატონოვი), 3:3 კრუტოვი (მაკაროვი), 4:3 მ. ლემიე (გრეტცკი, ბურკი), 4:4 ბიკოვი (ხომუტოვი, კამენსკი), 5:4 მ. ლემიე (გრეტცკი, კოფი), 5:5 კამენსკი (ბიკოვი, პერვუხინი), 58:56 (5:5), 6:5 მ. ლემიე (მერფი, გრეტცკი).

კანადა-სსრკ 6:5
2:4, 3:0, 1:1
გოლები: 0:1 მაკაროვი (კრუტოვი), 0:2 გუსაროვი, 0:3 ფეტისოვი (მაკაროვი), 1:3 ტოკეტი (გულე, მერფი), 2:3 პროპი (ტოკეტი, სუტერი), 2:4 ხომუტოვი, 3:4 მერფი (გრეტცკი, მ. ლემიე), 4:4 სუტერი (ჰავერჩუკი, კროსმანი), 5:4 ჰავერჩუკი (მერფი, პროპი), 5:5 სემაკი (პრიახინი), 6:5 მ. ლემიე (გრეტცკი).

კანადის ნაკრები
მცველები
თ გ+პ
რეი ბურკი 9 2+6
ლარი მერფი 8 1+6
პოლ კოფი 9 2+4
ნორმან როშფორი 9 1+2
კრეიგ ჰარტსბურგი 9 0+2
ჯეიმს პატრიკი 6 0+1
დაგ კროსმანი 8 0+1

ფორვარდები
თ გ+პ
უეინ გრეტცკი 9 3+18
მარიო ლემიე 9 11+7
მარკ მესიე 9 1+6
დეილ ჰავერჩუკი 9 4+2
რიკ ტოკეტი 7 3+2
მიშელ გულე 8 2+3
ბრენტ სატერი 9 1+3
მაიკ გარტნერი 9 2+2
ბრაიან პროპი 9 2+2
გლენ ანდერსონი 7 2+1
კევინ დინინი 3 1+2
დან გილმორი 8 2+0
კლოდ ლემიე 6 1+1

მეკარეები
თ გოლი
გრანტ ფიური 7 -32
რონ ჰეკსტოლი 0 0
კელი რუდი 0 0

ბომბარდირები
უეინ გრეტცკი (კან) 21 (3+18)
მარიო ლემიე (კან) 18 (11+7)
სერგეი მაკაროვი (სსრკ) 15 (7+8)
ვლადიმირ კრუტოვი (სსრკ) 14 (7+7)
ვიაჩესლავ ბიკოვი (სსრკ) 9 (2+7)
რეი ბურკი (კან) 8 (2+6)
ვალერი კამენსკი (სსრკ) 7 (6+1)
ანდრეი ხომუტოვი (სსრკ) 7 (4+3)
ვიაჩესლავ ფეტისოვი (სსრკ) 7 (2+5)
ანატოლი სემიონოვი (სსრკ) 7 (2+5)

სიმბოლური ნაკრები
მეკარე - გრანტ ფიური (სსრკ)
მცველი - რეი ბურკი (კანადა)
მცველი - ვიაჩესლავ ფეტისოვი (სსრკ)
ფორვარდი - უეინ გრეტცკი (კანადა)
ფორვარდი - მარიო ლემიე (კანადა)
ფორვარდი - ვლადიმირ კრუტოვი (სსრკ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა მაგარი იყო, ლემიე და გრეტცკი ერთად, ერთ რამედ ღირდა მაგათი ყურება, ჰოკეის შეგაყვარებდა კაცს, მაგრამ რუსებიც ძაან მაგრები იყვნენ, ასეთი თაობა არც კანადას და არც რუსებს არ ჰყოლია და საეჭვოა როდესმე კიდევ ეყოლოს. გრანტ ფიური კანადელია და არა რუსი?!
bavaria
12:52 16-09-2016
0

სიახლეები პოპულარული