NHL: 50 პროცენტზე ნაკლები კანადა

AutoSharing Option
ინტერნეტ-პორტალის TSN-ის ინფორმაციით, პირველად ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში, კანადელი ჰოკეისტების რაოდენობა 50-პროცენტიან ნიშნულზე დაბლა დავიდა.

ამჟამად, ლიგაში კანადელთა საერთო რაოდენობა 49.7 პროცენტს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს სოლიდური მაჩვენებელია და ეჭვი არავის ეპარება ამ ქვეყნის წარმომადგენელთა უპირატესობაში, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

თვალში საცემია NHL-ში კანადელთა რაოდენობის შემცირება. გასულ წელს, მათი "წილი" 51.8 პროცენტი იყო, შარშანწინ - 53.4 პროცენტი.

გამოდის, რომ ყოველ ერთ წელიწადში კანადელთა რაოდენობა ლიგაში ერთნახევარი-ორი პროცენტით მცირდება. 1980 წელს, ლიგაში მათი წარმომადგენლობა 82.1 პროცენტს შეადგენდა.

ამასთან, კანადელებს ავიწროებენ
არა ამერიკელები, რაც შეიძლებოდა გვევარაუდა იუნიორთა ჰოკეის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე დაყრდნობით. ამერიკა ჩვეულ დონეზეა - 24.2 პროცენტი. გასულ წელს იყო - 24.8 პროცენტი.

ჩრდილოამერიკულ ლიგაში კანადელებს ავიწროებენ ევროპელები, პირველ რიგში კი შვედები. მათი დიასპორა NHL-ში მესამეა სიდიდით - 9.1 პროცენტი. გასულ წელს, ეს რიცხვი 7.6-ს შეადგენდა.

მეოთხე ადგილზე არიან რუსები, რომლებმაც გაიმყარეს პოზიციები ოკეანის გაღმა - 4.5 პროცენტი (შარშან იყო 3.1). შემდეგ მოდიან ჩეხები - 4.2, ფინელები - 3.2, სლოვაკები - 1.1, შვეიცარიელები და გერმანელები - 0.9.

არის ეკზოტიკაც. ჰოკეის ეროვნულ ლიგაში პირველ ხორვატს, რომელმაც შარშან გააფორმა კონტრაქტი, დაემატა ერთი ჰოლანდიელი - დანიელ სპრონგი. ის "პიტსბურგში" თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული