NHL: რომელ ქალაქში დაფუძნდება ახალი კლუბი

AutoSharing Option
კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებმა - კვებეკმა და ლას ვეგასმა ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობისგან მიიღეს მიწვევა - მონაწილეობა მიიღონ ლიგის გაფართოების კამპანიის მეორე ეტაპზე.

ეს ეტაპი მოიცავს კანდიდატების მიერ ლიგისთვის დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, მათ შორის, ამ ქალაქებში ჰოკეის ბაზრის დაწვრილებით აღწერას.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ახალი გუნდის ფასმა, შესაძლოა, 500 მილიონი დოლარი შეადგინოს.

ვარაუდობენ, რომ ლიგის გაფართოების მესამე ეტაპი აგვიტოს შუაში დაიწყება, რის შემდეგაც, კვებეკისა და ლას ვეგასის განაცხადების დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებას ლიგის დირექტორთა საბჭო მიიღებს.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ახალი
გუნდები ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 2017-18 წლების სეზონიდან გამოჩნდებიან.

აღვნიშნავთ, რომ ადრე NHL-ში გამოდიოდა გუნდი "კვებეკ ნორდიქსი", რომელიც დღეს "კოლორადო ეველანშის" სახელით ქალაქ დენვერში თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული