კიევურმა ჰოკეის გუნდმა "ბერკუტ 2"-მა სახელი გადაირქვა

AutoSharing Option
კიევის ჰოკეის გუნდ "ბერკუტ 2"-ის ("მთის არწივი") კოლექტივმა კლუბის სახელწოდების შეცვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ სამოყვარულო ლიგის (AHL) ოფიციალური საიტი იუწყება, რომელშიც ასპარეზობს ეს გუნდი.

შეგახსენებთ, ამავე სახელწოდებისაა სპეცდანიშნულების რაზმი უკრაინაში, რომელიც საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილეობს.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გუნდ "ბერკუტ 2"-ის კოლექტივმა გადაწყვიტა, კლუბისთვის სახელწოდება შეეცვალა. ამიერიდან გუნდი ლიგაში თამაშს "ფენიქსის" სახელით გააგრძელებს", - ნათქვამია საიტზე.

სხვათა შორის, ევრომაიდანს უკრაინის ბევრ ქალაქში გამოუცხადეს მხარდაჭერა საფეხბურთო გუნდების გულშემატკივრებმა. თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ "მეტალისტის" ხელმძღვანელობამ ფანატებს საპროტესტო აქციებში კლუბის სიმბოლიკის გამოყენება
დაუშალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული