სამუდამო ხუთიანი ნიკლას ლიდსტრიომს

AutoSharing Option
"დეტროიტ რედ უინგზი" ხმარებიდან ამოიღებს ლეგენდარული შვედი მცველის ნიკლას ლიდსტრიომის მეხუთენომრიან მაისურას. "დეტროიტის" საშინაო არენის თაღზე სკანდინავიელის მაისურის აღმართვის საზეიმო ცერემონია 2014 წლის 6 მარტს გაიმართება, როცა "რედ უინგზი" რეგულარული ჩემპიონატის მატჩში "კოლორადოს" უმასპინძლებს.

შვედმა ჰოკეისტმა კარიერა 2011-12 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა. ლიდსტრიომი "დეტროიტმა" 1989 წლის დრაფტზე 53-ე ნომრად აირჩია. მცველმა მთელი კარიერა "რედ უინგზის" რიგებში ჩაატარა და ოთხჯერ გახდა სტენლის თასის მფლობელი - 1997, 1998, 2002 და 2008 წლებში.

ის პირველი ევროპელია NHL-ის ისტორიაში, ვინც თავისი გუნდი კაპიტნის რანგში
მიიყვანა პლეი ოფში გამარჯვებამდე. ეს 2008 წელს მოხდა, როცა კარიერა დაასრულა სტივ აიზერმანმა.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ლიდსტრიომმა 1564 მატჩი ჩაატარა. ერთი კლუბის მოთამაშისთვის ეს არის მეხუთე შედეგი ლიგის ისტორიაში და მეორე - "დეტროიტში" გორდი ჰოუს შემდეგ. შვედმა შვიდჯერ დაიმსახურა "ნორის ტროფი" (საუკეთესო მცველის პრიზი). მან რეგულარულ ჩემპიონატში 264 გოლი გაიტანა და 878 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ჯამში გამოდის 1142 ქულა, რაც მეოთხე შედეგია "დეტროიტის" ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იდეალური ნიკლას ლიდსტრიომი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული