NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ექვსი ზამთრის კლასიკა

AutoSharing Option
მომავალ სეზონში ჰოკეის ეროვნულ ლიგაში შეიძლება გაიმართოს არა მხოლოდ ე. წ. "ვინტერ კლასიკი" (მატჩი ღია არენაზე), არამედ კიდევ რამდენიმე მატჩი ღია ცის ქვეშ.

ამ მიმართულებით, ლიგაში განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, მეტად ეკზოტიკური მაგალითად, მატჩი ლოს ანჯელესში, სადაც ზამთარში რთულია ყინულის ნორმალურ მდგომარებაში მოყვანა.

გარდა ამისა, დაგეგმილია Heritage Classic-ის დაბრუნება. ეს არის მატჩი ღია ცის ქვეშ კანადური კლუბების მონაწილეობით.

ასე რომ, მომავალ სეზონში, "დეტროიტსა" და "ტორონტოს" შორის "ვინტერ კლასიკის" გარდა, შეიძლება შემდეგი მატჩები ჩატარდეს ღია არენებზე:

ლოს ანჯელესი-ანაჰაიმი ("დოჯერ სტედიუმი")
რეინჯერსი-ნიუ ჯერსი ("იანკის სტედიუმი")
რეინჯერსი-აილენდერსი ("იანკის სტედიუმი")
ჩიკაგო-პიტსბურგი

ვანკუვერი-ოტავა

* * *

"დეტროიტ რედ უინგზის" მეკარემ ჯიმი ჰოვარდმა თავის ამჟამინდელ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ექვსწლიანია და ჰოკეისტი ჯამში 31.8 მილიონ დოლარს მიიღებს.

"დეტროიტმა" ჰოვარდი 2003 წლის დრაფტზე 64-ე ნომრად აიყვანა. მეკარემ კლუბში რეგულარულად თამაში 2009 წლიდან დაიწყო. დღეისთვის, 29 წლის ჰოვარდს NHL-ში 228 მატჩი დაუგროვდა. ის მეტოქეთა დარტყმების 91.7 პროცენტს იგერიებს.

* * *
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში გუშინდელ სათამაშო დღეს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. "სენტ ლუისმა" ბულიტების სერიაში 2:1 დაამარცხა "ვანკუვერი", რითაც "ბლუზმენების" მთავარ მწვრთნელს კენ ჰიჩკოკს კარიერაში 600 მოგება დაუგროვდა. აქამდე ასეთი შედეგი ლიგის ისტორიაში მხოლოდ 10 სპეციალისტს ჰქონდა.

ჰიჩკოკი "სენტ ლუისთან" მეორე სეზონია მუშაობს. მანამდე ის სათავეში ედგა "დალასს", "ფილადელფიასა" და "კოლამბუსს". 1998-99 წლების სეზონში, მან სტენლის თასი მოაგებინა "დალასს".

ვაშინგტონი-ტორონტო 5:1
1:0, 3:0, 1:1
გოლები: 1:0 ჰილენი-3 (ჩიმერა-10, ფერი-8), 2:0 ერატი-5 (ოვეჩკინი-20, ჯ. კარლსონი-15), 3:0 ბროუერი-17 (ჯ. კარლსონი-16, ერატი-18), 4:0 ოვეჩკინი-28 (მაიკ გრინი-8, რიბეირო-30), 4:1 გრაბოვსკი-9 (რ. ჰემილტონი-2, კომაროვი-5), 5:1 მ. იოჰანსონი-6 (მაიკ გრინი-9, რიბეირო-31).

აილენდერსი-ფლორიდა 5:2
3:1, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 მოულსონი-14 (მ. მარტინი-7, ჰიკეი-3), 2:0 შტრაიტი-6 (ოკსოპო-15, ნილსენი-21), 3:0 გრაბნერი-14 (ენდრიუ მაკდონალდი-7, ნაბოკოვი-4), 3:1 კულიკოვი-3 (ფლიშმანი-20, გოკი-10), 4:1 მარტინეკი-3 (ჟოენსუუ-1, შტრაიტი-19), 5:1 გრაბნერი-15, 5:2 გოკი-6 (კოპეცკი-12, ფლიშმანი-21).

ფილადელფია-რეინჯერსი 4:2
2:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 ბ. შენი-8 (მენინგი-1, ბრიერი-10), 2:0 გუსტაფსონი-3 (კუტურიე-11, რიდი-11), 2:1 ცუკარელო-1 (ჯ. მური-3), 3:1 ტიმონენი-5 (ჟირუ-30), 3:2 სტეპანი-15 (კელეჰანი-10, ბრასარი-17), 4:2 ვორაჩეკი-19 (ტიმონენი-24, ჟირუ-31).

ოტავა-კაროლინა 3:2
1:0, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 ზიბანეჯადი-7 (კონაჩერი-16, გონჩარი-21), 2:0 მ. მიხალეკი-4 (ვირჩიოკი-14, გონჩარი-22), 2:1 ფოლკი-4 (ე. სტაალი-29), 3:1 კ. ნილი-4 (ლატენდრესი-4), 3:2 ე. სტაალი-17 (ტლუსტი-11, ფოლკი-9).

სტ. ლუისი-ვანკუვერი 2:1 (ბ)
0:0, 0:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 ედლერი-7 (ჰ. სედინი-31, დ. სედინი-27), 1:1 ბოუმისტერი-7 (პერონი-15, პიეტრნაჯელო-16).
ბულიტები გაიტანეს: ენდი მაკდონალდი (სტ. ლუისი), სტინი (სტ. ლუისი).

ვინიპეგი-ტამპა ბეი 4:3 (ბ)
1:1, 2:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 ლედი-17 (ველერი-18, ლიტლი-22), 1:1 სან ლუი-12, 2:1 ველერი-16 (ლედი-23, ბოგოსიანი-7), 3:1 ლედი-18 (ველერი-19, ბოგოსიანი-8), 3:2 ლაბრი-2 (ნ. ტომპსონი-6, გუდაში-3), 3:3 სტემკოსი-27 (მ. კარლი-16).
ბულიტები გაიტანეს: სანტორელი (ვინიპეგი), ლედი (ვინიპეგი).

ედმონტონი-მინესოტა 3:5
1:1, 0:2, 2:2
გოლები: 0:1 ბროძიაკი-7, 1:1 იუკუპოვი-11 (ტ. ჰოლი-29, შულცი-15), 1:2 კოილი-7 (სტოუნერი-9), 1:3 გრანლუნდი-2 (ტ. მიტჩელი-4, სტოუნერი-10), 1:4 პარიზე-16 (პომინვილი-18, რ. სუტერი-28), 1:5 ბროძიაკი-8 (პომინვილი-19, ბუშარი-12), 2:5 ჰორკოფი-7 (ტ. ჰოლი-30, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-20), 3:5 პააირავი-9 (იაკუპოვი-14, პეტრი-7).

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 3:2 (ბ)
0:0, 2:2, 0:0, 0:0
გოლები: 1:0 ბერნსი-8, 2:0 გალიარდი-4 (ბერნსი-9, ჯ. ტორნტონი-31), 2:1 მუზინი-7 (ვოინოვი-19, ჯასტინ უილიამსი-20), 2:2 დ. ბრაუნი-16 (რეგერი-4, კოპიტარი-28).
ბულიტები გაიტანეს: ტორესი (სან ხოსე).

ვინ გახდება MVP?
კანადურმა მედიაკომპანია TSN-მ გამოკითხვა ჩაატარა NHL-ის მწვრთნელებს შორის იმის გასარკვევად, ვინ იმსახურებს ამ სეზონში საუკეთესო მოთამაშისა ("ჰარტ ტროფი) და საუკეთესო მეკარის ("ვეზინა ტროფი") პრიზს.

თითოეულ მწვრთნელს ამ ჯილდოებზე სამ-სამი საკუთარი კანდიდატი უნდა დაესახელებინა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო "პიტსბურგის" კაპიტნმა სიდნი კროსბიმ. შემდეგ მოდის "ნიუ აილენდერსის" ფორვარდი ჯონ ტავარესი. მესამეზეა "ვაშინგტონის" რუსი ვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინი, თუმცა მას არც ერთ ანკეტაში არ მიუღია პირველი ადგილი.

აღმოსავლეთიდან "ვეზინა ტროფიზე" მთავარ პრეტენდენტად "მონრეალის" კარის დარაჯი კერი პრაისი დაასახელეს.

დასავლეთ კონფერენციაში ხმების უმრავლესობა მიიღო "ჩიკაგოს" კაპიტანმა ჯონათან ტეივზმა. შემდეგ მოდიან: რაიან გეტცლაფი ("ანაჰაიმი") და პატრიკ კეინი ("ჩიკაგო"). აქ მეკარეებს შორის ყველაზე მეტი ხმა ერგო "კოლამბუსის" გოლკიპერს სერგეი ბობროვსკის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ეშმაკების" დაცემა გრძელდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული