საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდია დაამარცხა

AutoSharing Option
დღს, 16 აპრილს, ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის ა ჯგუფში საქართველოს ნაკრები ისლანდიას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები არტიომ კურბატოვმა, ივან მაროვმა, დანილა სლესარევმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას ხვალ, 17 აპრილს, ისრაელის წინააღდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
პატივცემულო ნიკალა! ძალიან სასიხარულოა ასეთი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ძალიან მწირი. არ გესწავლებათ პატივცემულო, მაგრამ იქნებ ჩვენი ნაკრების მთლიანი შემადგენლობაც დაგეწერათ, რა პერსპექტივები გვეხატება წინ, მოკლედ ცოტაოდენი განვრცობა ინფორმაციის არ გვაწყენდა. მადლობა
ვარ ჰოკეის დიდი გულშემატკივარი ძველი თაობის.არ დავმალავ და ბავშვი გახარებული ვიყავი საბჭოთა ნაკრებმა კანადა რომ დაამარცხა 1972-ში. ხარლამოვზე ვაფრენდი, თითქმის ყველა მახსოვს გვარებით (არ გამომიხტეთ და რუსოფობია არ დამწამოთ,თორემ გადავალ ჭკუიდან:)))
ბავშვობაში ხის კლიუშკებიც(ყვინჯი ჰქვია თუ არ ვცდები)გავაკეთეთ და თოვლზეც მოგვისხამს წყალი და გაგვიყინავს.ციგურები სად გვქონდა ბათინკებით დავსრიალობდით. გვქონდა მუხლები ჩალურჯებული და იდაყვები დასიებული. მოკლედ მძიმე მაგრამ მხიარული ბავშვობა მქონდა :)
ამას რატომ ვამბობ, არსებობენ საქრთველოში ადამიანები, ვისაც ეს სპორტი მოსწონს(კომენტარებიც ამის დასტურია) და ძალიანაც გაუხარდებათ ჩვენი ნაკრების წინსვლა, თუნდაც იქ ამჟამად წარმოშობით რუსები თამაშობენ არაერთი წელია,მადლობა მათ ამისთვის...
ვუერთდები ბევრი ქომაგი აზრს,რომ საჭიროა თანამედროვე სტანდარტების მქონე ერთი საციგურაო დარბაზი მაინც. წარმატებები ისრაელთან დღევანდელ მატჩში
Mr.kostaia
13:40 17-04-2023
0
ყინულის დარბაზი რო არ გაქ და ისლანდიას მოუგებ...დიშვილს ვფიცავარ მაგარია
აქაური
13:38 17-04-2023
0

სიახლეები პოპულარული