ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩი იქნება

AutoSharing Option
"ვაშინგტონისა" და "პიტსბურგის" სერიამ კულმინაციას მიაღწია. დედაქალაქურმა გუნდმა 1:3-დან შეძლო ზედიზედ ორი მატჩის მოგება და ახლა, კონფერენციის ფინალისტის ვინაობა მეშვიდე მატჩში გაირკვევა, რომელშიც მასპინძელი "ვაშინგტონი" იქნება.

მეექვსე შეხვედრა "კეპიტალზმა" ძალიან აგრესიულად დაიწყო. მასპინძლები საკუთარი ზონიდან ვერ გამოდიოდნენ, შედეგად, "პიტსბურგმა" პირველი ზუსტი დატყმა მე-13 (!) წუთზე შეასრულა, სულ კი 18 ზუსტი დარტყმა დაუგროვდა. ასეთი უსუსური "პინგვინზი" დიდი ხანია არავის უნახავს.

შეტევაში უმოქმედობას დაემატა ცენტრალურ და საკუთარ ზონებში შეცდომები და ორი გოლი ამის მიზეზი გახდა, ორჯერ კი სტუმრებმა უხეშობისთვის დასაჯეს მეტოქე, როცა
რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს.

მატჩის მიწურულს, "პიტსბურგმა" შეძლო ორი შაიბის გატანა, მაგრამ ეს ნაკლები შვება იყო გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. "ვაშინგტონმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ახლა, მეშვიდე შეხვედრის წინ, უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა გააჩნია, თან გადამწყვეტ მატჩში მასპინძელი იქნება.

პიტსბურგი-ვაშინგტონი 2:5
0:1, 0:1, 2:3
გოლები: 0:1 ოში-4 (კუზნეცოვი-4, ბექსტრიომი-7), 0:2 ბურაკოვსკი-2, 0:3 ბექსტრიომი-6 (ოში-8, ორლოვი-3, 0:4 ჯ. კარლსონი-2 (ნისკანენი-3, კუზნეცოვი-5), 0:5 ბურაკოვსკი-3, 1:5 გიუნტცელი-9 (კროსბი-9), 2:5 მალკინი-5 (შირი-3, დუმოლენი-2).
სერია: 3-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული