ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. "რეინჯერსი" დაბრუნდა

AutoSharing Option
სანამ სიდნი კროსბის ტრავმის გამო სერიოზული სკანდალია აგორებული, აღმოსავლეთ კონფერენციაში ურთიერთობის გარკვევა გააგრძელეს "რეინჯერსმა" და "ოტავამ". კანადურმა კლუბმა შინ ორივე მატჩი მოიგო და სერია გუშინ, "მედისონ სკვერ გარდენში" გაგრძელდა. მესამე შეხვედრაში, "რეინჯერსმა", როგორც იქნა, შეძლო თავისი შეტევითი პოტენციალის გამოყენება.

გადამწყვეტი მონაკვეთი აღმოჩნდა პირველი პერიოდი. ნიუიორკელები პირველივე წამებიდან თავს დააცხრნენ "სენატორებს". საწყის 20 წუთში მასპინძლებმა სამჯერ მეტი დარტყმა შეასრულეს და ასეთმა აქტიურობამ ლოგიკური შედეგი გამოიღო: ცუკარელომ გახსნა ანგარიში, გრაბნერმა კი ორამდე გაზარდა.

"რეინჯერსმა" არც მეორე პერიოდში დააგდო ტემპი და ორი გოლის
შემდეგ, მესამე პერიოდი ფორმალობად იქცა.

* * *
სერიის მესამე მატჩის მოგების შემდეგ, "სენტ ლუისმა" გადარჩენის შანსი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეოთხე შეხვედრაში ორი პერიოდის განმავლობაში დიდი ბრძოლა მიდიოდა და ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო უპირატესობის მიღება. ასეთ სიტუაციაში, ყველაფერი ბოლოსკენ წყდება და ეს მონაკვეთი "ბლუზმენებმა" უშეცდომოდ ვერ ჩაატარეს. მესამე პერიოდის მეექვსე წუთზე მცველმა-სენსაციამ რაიან ელისმა რიცხობრივ უპირატესობაში გახსნა ანგარიში, რითაც თავისი შედეგიანი სერია შვიდ მატჩამდე გაზარდა. რვა წუთის შემდეგ, ჯეიმს ნილი დაუდარაჯდა შეცდომას მეტოქის ზონაში და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ისევ ბრწყინვალე იყო "ნეშვილის" მეკარე პეკა რინე. მას პლეი ოფში რვა მატჩიდან შვიდი მოგება აქვს და საშუალოდ, 1.33 შაიბას უშვებს, რაც მეხუთე საუკეთესო შედეგია ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ბოლო 38 წლის განმავლობაში.

რეინჯერსი-ოტავა 4:1
2:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ცუკარელო-4 (ზიბანეჯადი-6, ჟირარდი-2), 2:0 გრაბნერი-4 (ცუკარელო-2): 3:0 რიკ ნეში-3 (სტეპანი-2, ვესეი-3), 4:0 ლინდბერგი-1 (ჯ-ტ. მილერი-2, გლასი-1), 4:1 პაგო-6 (ბ. რაიანი-4, სესი-1).
სერია: 1-2

ნეშვილი-სტ. ლუისი 2:1
0:0, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ელისი-4 (კ. უილსონი-1), 2:0 ჯ. ნილი-2, 2:1 ედმუნდსონი-3 (სტინი-4, ლეჰტერა-3).
სერია: 3-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული