ჰოკეი. NHL. პლეი ოფი: სტუმრების ორი მოგება

AutoSharing Option
ძალიან მძლავრად გამოიყურება წლევანდელ პლეი ოფში "ნეშვილი". პიტერ ლავიოლეტის გუნდს ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგია ("ჩიკაგოსთან" წინა სერია 4:0 მოიგო).

"სენტ ლუისთან" სერიაც "მტაცებლებისთვის" მოგებით დაიწყო. მეტოქის მოედანზე მათ ოთხჯერ გააწბილეს "ბლუზმენების" მეკარე ჯეიკ ალენი. თამაშის მთავარ გმირი იყო სტუმრების მცველი პი კეი საბენი, რომელმაც გოლიც გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც შეასრულა.

* * *
სერიოზული მიზნები აქვს პლეი ოფში "ედმონტონსაც". "მენავთობეებმა" პირველ რაუნდში ბრძოლას გამოთიშეს შარშანდელი ფინალისტი "სან ხოსე", ახლა კი მეორე კალიფორნიულ გუნდთან სერიაში დაწინაურდნენ. ტოდ მაკლელანის
გუნდმა მეტოქის კარში ხუთი შაიბა გაიტანა.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ "ოილერზის" მცველი ადამ ლარსონი და ფორვარდი მარკ ლეტესტუ. ორივემ დუბლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა მოგებაში.

"ანაჰაიმის" რიგებში ბოლომდე იბრძოდა რაიან გეტცლაფი, რომელმაც თავადაც გაიტანა რიცხობრივ უპირატესობაში და საგოლე გადაცემაც შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "ედმონტონმა" მოიპოვა სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა.

სტ. ლუისი-ნეშვილი 3:4
0:1, 1:2, 2:1
გოლები: 0:1 კ. უილსონი-1 (საბენი-3, რ. ელისი-4), 0:2 საბენი-1 (რ. იოჰანსენი-6), 1:2 პარაიკო-2 (ედმუნდსონი-1, ბროძიაკი-2), 1:3 ფორსბერგი-3 (იოზი-2), 2:3 შვარცი-3 (შჩასტნი-1, ედმუნდსონი-2), 3:3 სობოტკა-2 (პააიარვი-2), 3:4 ფიდლერი-1 (ო. უილსონი-2).
სერია: 0-1

ანაჰაიმი-ედმონტონი 3:5
0:0, 1:1, 2:4
გოლები: 1:0 გეტცლაფი-4 (ფაულერი-1, კესლერი-2), 1:1 ლეტესტუ-2 (ნიუჯენტ-ჰოპკინსი-1, დრაიზაიტლი-3), 1:2 ლეტესტუ-3 (დრაიზაიტლი-4, მაკდევიდი-3), 1:3 ა. ლარსონი-1 (დრაიზაიტლი-5, მარუნი-1), 2:3 ივსი-2 (გეტცლაფი-3, მონტური-2), 3:3 სილფვერბერგი-3 (კოლიანო-1, კესლერი-3), 3:4 ა. ლარსონი-2 (კლეფბომი-2, მარუნი-2), 3:5 დრაიზაიტლი-2 (ლუჩიჩი-2, ა. ლარსონი-2).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული