ზამთრის სახეობები

ყინულის ჰოკეი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში ასპარეზობს

AutoSharing Option
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბულგარეთში მსოფლიოს ჩემპიონატის III დივიზიონში ასპარეზობს. ტურნირის მასპინძელი ბულგარეთია - ჩვენმა გუნდმა შეჯიბრება გამარჯვებითა და მარცხით დაიწყო.

ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა სამხრეთი აფრიკა 6:5 დაამარცხა.

მეორე მატჩში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგს შეხვდა, მაგრამ 4:6 დამარცხდა.

13 აპრილს ჩვენი გუნდი ჯგუფში ბოლო მატჩს გამართავს და თუ არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებს დიდი ანგარიშით მოუგებს, 1/2-ფინალში გასვლის შანსს შეინარჩუნებს.

იმისთვის, რომ ნაკრები II დივიზიონში გადავიდეს, ტურნირის მოგებაა საჭირო.