ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: არა ოლიმპიადას!

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ ითამაშებენ.

"ადრე ჩვენ განვაცხადეთ, რომ კლუბების უმრავლესობის სურვილი იყო - არ გაჩერებულიყო რეგულარული ჩემპტონატი ოლიმპიადის გამო. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვიყავით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან და NHL-ის მოთამაშეების პროფკავშირთან მოლაპარაკებებისთვის. გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ კონკრეტული დიალოგი არ გამართულა. ამის ნაცვლად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ჩვენი მონაწილეობა 2022 წლის ოლიმპიადაზე დამოკიდებული იქნებოდა 2018 წლის თამაშებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

მოთამაშეთა პროფკავშირმა დაადასტურა, რომ
არ აპირებს დაიყოლიოს კლუბები ოლიმპიადაში მონაწილეობაზე და არ ერევა დისკუსიაში. შედეგად, ჩვენ ვადასტურებთ, რომ 2017-18 წლების სეზონის კალენდარში არ იქნება გათვალისწინებული შესვენება ოლიმპიადისთვის", - წერია NHL-ის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეები ბოლო ხუთ ოლიმპიადაზე გამოდიოდნენ.

დასავლეთში ყველაფერი გაირკვა
გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის რვავე საგზურის მფლობელი გაირკვა. ესენი არიან: "ჩიკაგო", "მინესოტა", "სენტ ლუისი", "ანაჰაიმი", "ედმონტონი", "სან ხოსე", "კალგარი" და "ნეშვილი". ასევე გარკვეულია, რომ კონფერენციის ჩემპიონი "ჩიკაგო" გახდა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში სამი საგზური ვაკანტურია. ჯერჯერობით, სტენლის თასზე თამაში გარანტირებული აქვთ - "ვაშინგტონს", "პიტსბურგს", "კოლამბუსს", "რეინჯერსსა" და "მონრეალს".

რაც შეეხება აღმოსავლეთში ჩემპიონის ტიტულს, დიდი ალბათობით, მას "ვაშინგტონი" მოიპოვებს, რომელიც რეგულარულის დასრულებამდე ოთხი მატჩით ადრე, ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს. იმ შემთხვევაში, თუ "კეპიტალზი" მოიგებს კონფერენციის ტიტულს, ის მთლიანად რეგულარულის ჩემპიონიც იქნება. სხვათა შორის, "ვაშინგტონმა" შარშანაც მოიგო "პრეზიდენტ ტროფი", მაგრამ პლეი ოფში მეორე რაუნდში გამოეთიშა ბრძოლას.

სტ. ლუისი-ნეშვილი 4:1
1:1, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ტარასენკო-37 (შვარცი-34, პერონი-26), 1:1 რ. იოჰანსენი-14 (ფორსბერგი-27, საბენი-28), 2:1 სტინი-15 (პერონი-27), 3:1 პერონი-17 (პიეტრანჯელო-31), 4:1 ედმუნდსონი-3.

პიტსბურგი-კაროლინა 3:2
1:1, 1:0, 1:1
გოლები: 1:0 გიუნტცელი-13 (რუვედელი-7, ბონინო-17), 1:1 სკინერი-33 (ლინდჰოლმი-33, უოლმარკი-2), 2:1 ს. უილსონი-8 (როუნი-3), 3:1 შირი-22 (ჰორნკისტი-23, კესელი-45), 3:2 ფოლკი-17 (აჰო-25, ლინდჰოლმი-34).

ტამპა ბეი-დალასი 6:3
1:0, 1:2, 4:1
გოლები: 1:0 ერნი-2 (გურდი-2, სუსტრი-10), 1:1 გ. სმიტი-3 (ლინდელი-9, სპეცა-34), 1:2 სპეცა-14 (კლინგბერგი-34, ლინდელი-10), 2:2 ქობურნი-4 (სტრალმანი-15, პალატი-31), 3:2 პოინტი-14 (დოტჩინი-8, პალატი-32), 4:2 პალატი-17 (დრუენი-32, კუჩეროვი-43), 5:2 ერნი-3 (ნამესტნიკოვი-17, ტ. ჯონსონი-26), 5:3 რიტჩი-15 (ლინდელი-11, შორი-20), 6:3 სტრალმანი-5.

კოლამბუსი-ვაშინგტონი 2:3
0:0, 0:3, 2:0
გოლები: 0:1 ოში-33 (ბექსტრიომი-61), 0:2 ბურაკოვსკი-12 (ელერი-13, შატენკირკი-43), 0:3 ნისკანენი-5 (ბურაკოვსკი-22), 1:3 ჯ. ჯონსონი-5 (ვენბერგი-44, განიე-30), 2:3 ქუინსი-6 (საადი-29, განიე-31).

მინესოტა-კოლორადო 5:2
3:1, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 ჰანზალი-19 (კოილი-35, პომინვილი-33), 2:0 სპარჯონი-10 (ჰაულა-11, მ. კოივუ-38), 2:1 ლანდესკოგი-16 (კომპერი-1, ე. ჯონსონი-14), 3:1 ჰაულა-14 (მიკაელ გრანლუნდი-43, მ. კოივუ-39), 4:1 პარიზე-18 (ე. სტაალი-34, ბროდინი-21), 5:1 შრიოდერი-5 (რ. სუტერი-29), 5:2 რანტანენი-18 (ანდრიგეტო-13).

ვანკუვერი-სან ხოსე 1:3
0:2, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 ჰერტლი-9 (ბოდკერი-16, ჰანსენი-11), 0:2 ჰარტლი-10 (ვლასიჩი-20), 1:2 ბაერტში-18 (ჰორვატი-31), 1:3 მარლო-27.

რეინჯერსი-ფილადელფია 4:3
0:0, 2:1, 2:2
გოლები: 0:1 ფილპულა-11 (ვილი-3), 1:1 ზიბანეჯადი-13 (ცუკარელო-42), 2:1 ბ. სმიტი-3 (ცუკარელო-43, სტეპანი-37), 3:1 ლინდბერგი-8 (ჟირარდი-11, ცუკარელო-44), 4:1 კრაიდერი-28 (სტეპანი-38, სკიეი-34), 4:2 ბ. შენი-25 (გოსტიბეერი-30), 4:3 ფილპულა-12 (ვორაჩეკი-41, გოსტიბეერი-31).

კალგარი-ანაჰაიმი 3:4
0:2, 2:1, 1:1
გოლები: 0:1 ივსი-30 (კესლერი-34, ფაულერი-28), 0:2 სილფვერბერგი-23 (კესლერი-35, ბიეკსა-11), 1:2 ვერსტიგი-14 (ბროუდი-28, გოდრო-43), 2:2 ვერსტიგი-15 (ჯორდანო-24, ბროუდი-29), 2:3 ჰოლცერი-2 (გეტცლაფი-53), 3:3 ფროლიკი-17 (ჯორდანო-25, ბაკლუნდი-30), 3:4 შოუ-3 (კესლერი-36, კოლიანო-18).

ჩიკაგო-ბოსტონი 2:3
0:2, 1:0, 1:1
გოლები: 0:1 სპუნერი-12 (ხარა-19, კარლო-10), 0:2 პ. ბერჟერონი-21 (მარშანი-46), 1:2 პანარინი-29 (პანიკი-21, სიბრუკი-35), 1:3 კ. მილერი-3, 2:3 ტუტუ-2 (ჰეიდენი-3, სიბრუკი-36).

ბაფალო-აილენდერსი 2:4
0:1, 1:1, 1:2
გოლები: 0:1 კლატერბეკი-5 (ლედი-31), 1:1 ე. კეინი-27 (სი-ჯეი სმიტი-1), 1:2 ჰო-სანგი-4 (საიდენბერგი-16), 2:2 გირგენსონსი-7 (მოულსონი-18, კარიერი-3), 2:3 ა. ლი-30, 2:4 ა. ლი-31.

ლოს ანჯელესი-არიზონა 1:2
0:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ბურმისტროვი-4 (ეკმან-ლარსონი-26, გოლიგოსკი-28), 0:2 დუკლე-4 (დომი-26, ეკმან-ლარსონი-27), 1:2 მარტინესი-9 (ლადუ-7, კოპიტარი-37).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული