ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "პიტსბურგი" ფორვარდებს კარგავს

AutoSharing Option
"პიტსბურგი", რომელიც ჯერ ისევ იბრძვის რეგულარულში გამარჯვებაზე, მოულოდნელად განადგურდა საკუთარ მოედანზე "ფილადელფიასთან". "პინგვინებმა" მხოლოდ პირველ პერიოდში იბრძოლეს ღირსეულად, შემდეგ კი "ფლაიერსის" აქტიურობამ თავისი გაიტანა და "პიტსბურგმა" მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

წაგების გარდა, "პინგვინზისთვის" ეს მატჩი ერთი მნიშვნელოვანი ჰოკეისტის დაკარგვით გამოირჩა: პირველ პერიოდში ტრავმა მიიღო ფორვარდმა კონორ შირიმ. ასე რომ, სამეული: შირი-კროსბი-გიუნცელი დაიშალა განაპირა თავდამსხმელების ტრავმების გამო (გიუნცელს ტვინის შერყევა აქვს). ამას ემატება ევგენი მალკინის ტრავმა, რომელმაც უკვე ექვსი მატჩი გამოტოვა. ეს ყველაფერი გარკვეულ პანიკას ბადებს გუნდში მოახლოებული პლეი ოფის წინ.

* * *
"ანაჰაიმმა" ბოლო ათი მატჩიდან რვა მოიგო და წყნარი ოკეანის დივიზიონის ლიდერი გახდა: "რეინჯერსის" დამარცხების შემდეგ, "დაქსის" უპირატესობა "სან ხოსეზე" ორ ქულას შეადგენს. ნიუიორკელებთან მატჩის მთავარი გმირი გახდა "ანაჰაიმის" კაპიტანი რაიან გეტცლაფი, რომელმაც თავისი გუნდის ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა და სეზონში შედეგიანი გადაცემების რაოდენობა 50-მდე აიყვანა.

გეტცლაფისთვის ეს მეშვიდე სეზონია ამგვარი სტატისტიკით. "რეინჯერები" ვერ გადაარჩინა მუხლის ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტმა. შვედმა რვა თამაში გამოტოვა და გუშინ, ხუთი გოლი გაუშვა 28 დარტყმაში.

* * *
"ნიუ ჯერსიმ" ბოლო ექვს მატჩში მეხუთედ წააგო - ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება "დალასთან" მატჩში. 40 წუთზე მეტი "ეშმაკები" ლიდერობდნენ დებიუტანტი ბლეიკ კოულმენის ადრეული შაიბის წყალობით, მაგრამ ბოლოსკენ "დალასმა" ტემპს მოუმატა და წარმატებას მიაღწია. ძირითადი დროის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, ალეშ ჰემსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ოვერტაიმიის მე-20 წამზე კი ტაილერ სეგინმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

თუმცა, ამ გამარჯვებას "დალასისთვის" უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რეგულარულის დასრულებამდე შვიდი მატჩით ადრე, "სტარზი" 13 ქულით ჩამორჩება პლეი ოფის ზონას და სტენლის თასზე მოხვედრის რეალური შანსი არ გააჩნია.

ნიუ ჯერსი-დალასი 1:2 (ო)
1:0, 0:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 კოულმენი-1, 1:1 ჰემსკი-4 (ს. ჯონსი-6, შორი-19), 1:2 სეგინი-25 (ჯეიმი ბენი-42, კლინგბერგი-33).

პიტსბურგი-ფილადელფია 2:6
1:1, 0:1, 1:4
გოლები: 1:0 კულენი-12 (კუნიტცი-20, ჰორნკვისტი-22), 1:1 ვილი-5 (დელ ზოტო-11, გოსტისბეერი-26), 1:2 ფილპულა-9 (ვილი-2, მენინგი-8), 1:3 ვაიზი-5 (კონეკნი-17, კუტურიე-16), 1:4 ვორაჩეკი-19 (რიდი-9, ჟირუ-40), 2:4 ჰორნკვისტი-19 (ვარსოფსკი-1, ი. კოული-19), 2:5 გუდასი-5 (ჟირუ-41), 2:6 გოსტისბეერი-7 (ბ. შენი-27).

ვინიპეგი-ვანკუვერი 2:1
0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ედლერი-5 (ტანევი-8, ჰორვატი-30), 1:1 მ. პერო-11 (ველერი-43, შაიფლი-47), 2:1 ლოური-14 (მ. პერო-27, ველერი-44).

ანაჰაიმი-რეინჯერსი 6:3
2:2, 1:1, 3:0
გოლები: 0:1 რიკ ნეში-22 (მ. სტაალი-7, ზიბანეჯადი-21), 1:1 ივსი-26 (ფაულერი-25, გეტცლაფი-49), 1:2 სტეპანი-15 (კრაიდერი-24, ცუკარელო-40), 2:2 კესლერი-21 (გეტცლაფი-50, ფაულერი-26), 3:2 მენსონი-5 (გეტცლაფი-51), 3:3 სკიეი-5 (ვესეი-11, ზიბანეჯადი-22), 4:3 კოლიანო-16 (კესლერი-32), 5:3 ივსი-27 (რაკელი-14, გეტცლაფი-52), 6:3 რიტჩი-13 (პერი-33).

დეტროიტი-მინესოტა 3:2 (ო)
1:1, 0:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ე. სტაალი-26 (პარიზე-20, ბროდინი-19), 1:1 მაიკ გრინი-12 (კრონვალი-11, ნილსენი-20), 1:2 კროსერი-1, 2:2 ტატარი-22 (ნიკუისტი-29, ზეტერბერგი-46), 3:2 ატანასიუ-17 (ნიკუისტი-30).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული