ოლიმპიადა 2018: NHL თითქმის გამოირიცხა

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა განაცხადა, რომ NHL-ის მოთამაშეები მონაწილეობას არ მიიღებენ 2018 წლის ზამთრის თამაშებში.

"არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მზად ვიყავით ბევრი საკითხის განსახილველად, რომელიც შეარბილებდა დანაკარგებს NHL-ის სეზონისთვის. მაგრამ ვერ დავინახეთ საპასუხო ნაბიჯები. მიმდინარე მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ხალხმა უნდა იცოდეს - ჩვენ ოლიმპიადაზე არ მივდივართ", - განაცხადა ბეტმენმა.

კომისარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ჰოკეისტების კომპენსაციის საკითხების განხილვაზე.

"კომიტეტი მოდის ჩვენთან და ამბობს: "ვიცით, რომ დაზღვევა, გადაფრენები და ჰოკეისტების განთავსება 15-20 მილიონი
დოლარი ღირს, მაგრამ არ ვაპირებთ მის გადახდას". კარგით, ჩვენც არ ვაპირებთ გადახდას. თუ ისინი არ აფასებენ ჩვენს მონაწილეობას თამაშებში, რატომ უნდა გავემგზავროთ? ჩვენი მხრიდან აღარ იქნება არანაირი ახალი ნაბიჯები", - დაამატა NHL-ის შეფმა.

მოგვიანებით, ბეტმენის სიტყვები განმარტა მისმა თანაშემწემ ბილ დეილიმ.
"ბეტმენმა მხოლოდ მიმდინარე მდგომარეობაზე ილაპარაკა. დღევანდელი მომენტისთვის, ჩვენი პასუხი იქნებოდა - "არა", მაგრამ დღეს არ ვაპირებთ გადაწყვეტილებით მიღებას", - დააზუსტა დეილიმ.

ასევე საინტერესოა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის რენე ფაზელის კომენტარი ბეტმენის სიტყვებზე.

"გერიმ შაიბა გვესროლა და ახლა იწყება ნამდვილი მოლაპარაკებები ჩვენს, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის. ეს პროვოკაციასავით მოსჩანს, მაგრამ მას უნდა ამ საკითხის გადაწყვეტა, რაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო გვიან მოვაგვარებთ პრობლემას, მით უფრო რთული იქნება ლოჯისტიკის საკითხის გადაწყვეტა", - განაცხადა ფაზელმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარების დედლაინი არ არსებობს.

სამხრეთ კორეის პიონჩანგში 2018 წლის თამაშები 9-25 თებერვალს გაიმართება.

ბოსტონი-ოტავა 2:3
1:1, 0:1, 1:1
გოლები: 0:1 პიატი-8 (სესი-12, მ. ჰოფმანი-31), 1:1 კრეიჩი-21 (სპუნერი-26, კრუგი-41), 1:2 ტარისი-24 (ე. კარლსონი-52, მ. ჰოფმანი-32), 2:2 კრუგი-7, 2:3 ტარისი-25 (ფანოფი-21, ვიდემანი-12).

ბაფალო-პიტსბურგი 1:3
0:1, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 კროსბი-41 (შულცი-36, შირი-28), 1:1 რაინჰარტი-17 (ფაშინგი-1, მ. ფოლინო-10), 1:2 ბონინო-15 (ი. კოული-18, კუნაკლი-9), 1:3 შირი-21.

ნიუ ჯერსი-რეინჯერსი 3:2 (ო)
0:0, 2:1, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 კენევილი-1 (ბლანდისი-6, ზახა-13), 1:1 ლინდბერგი-7 (ბუჩნევიჩი-12, მაკდონაჰი-34), 2:1 ტ. ჰოლი-18 (პალმიერი-24), 2:2 რიკ ნეში-19 (ჰეიესი-30, სკიეი-30), 3:2 ბლანდისი-3 (კენევილი-2).

ვაშინგტონი-კალგარი 4:2
1:1, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 კუზნეხოვი-17 (ბურაკოვსკი-20), 1:1 მონეჰანი-24 (გოდრო-37, ჩიასონი-11), 2:1 ოში-30 (ოვეჩკინი-32, ბექსტრიომი-55), 3:1 შატენკირკი-12 (ოვეჩკინი-33, ბექსტრიომი-56), 3:2 ბოუერი-11 (ენგელანდი-11, ვერსტიგი-16), 4:2 ოვეჩკინი-29 (შატენკირკი-36, ბექსტრიომი-57).

მონრეალი-დეტროიტი 1:2 (ო)
0:1, 0:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 აბდელკადერი-7 (კრონვალი-10, ნილსენი-18), 1:1 ლეჰკონენი-13 (პეტრი-20), 1:2 მანტა-15 (დეკეისერი-7).

ტამპა ბეი-არიზონა 3:5
1:1, 2:1, 0:3
გოლები: 0:1 კ. ფიშერი-3 (კრაუსი-6, იოორისი-8), 1:1 ჰედმანი-15 (კუჩეროვი-39), 1:2 დვორჟაკი-12 (დომი-23, კ. მერფი-15), 2:2 კუჩეროვი-34 (პალატი-24), 3:2 ნამესტნიკოვი-10 (დრუენი-28), 3:3 ეკმან-ლარსონი-12 (დომი-24, დუკლე-9), 3:4 ვრბატა-18 (გოლიგოსკი-25, ეკმან-ლარსონი-25), 3:5 კ. მერფი-2.

ფლორიდა-კაროლინა 3:4
2:2, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ბარკოვი-20 (დემერსი-15, იაგრი-26), 1:1 ტერავაინენი-15 (ჯ. სტაალი-27, აჰო-22), 2:1 რ. სმიტი-12 (ი. იოკინენი-16, ტროჩეკი-28), 2:2 აჰო-21 (ლინდჰოლმი-31), 3:2 იენდლი-5 (დემერსი-16, იაგრი-27), 3:3 სკინერი-27 (სტემპნიაკი-22, სლავინი-26), 3:4 სკინერი-28 (დ. რაიანი-12).

ვინიპეგი-ფილადელფია 3:2
0:0, 1:1, 2:1
გოლები: 0:1 ვილი-4 (სიმონდსი-19, ჟირუ-38), 1:1 მ. პერო-9 (ველერი-40, შაიფელი-44), 2:1 ველერი-22 (შაიფელი-45, მ. პერო-24), 3:1 შაიფელი-29 (ველერი-41), 3:2 რიდი-9 (დელ ზოტო-10, ჟირუ-39).

ჩიკაგო-ვანკუვერი 4:5 (ო)
0:1, 1:2, 3:1, 0:1
გოლები: 0:1 ჰ. სედინი-14 (დ. სედინი-26, ჩაპატი-4), 0:2 ბ. სატერი-16 (მენა-4), 1:2 ჰარტმანი-17 (მარიან ჰოსა-18, შმალცი-17), 1:3 ბუშე-4 (ტანევი-7, ბაერტში-16), 1:4 ბ. სატერი-17 (სკილი-4, ედლერი-14), 2:4 მარიან ჰოსა-23 (სიბრუკი-33, ბ. კემპბელი-12), 3:4 პანიკი-20 (ტ. ვან რიმსდიკი-9, ტეივზი-34), 4:4 ჰარტმანი-18 (პ. კეინი-48, კიტი-44), 4:5 დ. სედინი-14 (სტეჩერი-19, ჰ. სედინი-30).

მინესოტა-სან ხოსე 3:2
1:0, 2:2, 0:0
გოლები: 1:0 დუმბა-10 (პარიზე-18, ე. სტაალი-31), 1:1 შლემკო-3 (პაველსკი-36, დემელო-7), 2:1 ჰანზალი-17 (ნიდერაიტერი-29, პომინვილი-31), 3:1 კოილი-17 (პარიზე-19), 3:2 მარლო-24.

კოლორადო-სტ. ლუისი 2:4
1:0, 0:1, 1:3
გოლები: 1:0 ჯ. მიტჩელი-3 (სოდერბერგი-8, კომო-11), 1:1 ბერგლუნდი-20 (სენფორდი-2, პერონი-24), 1:2 პააიარვი-6 (ბარბაშევი-3, სენფორდი-3), 1:3 შვარცი-15 (ტარასენკო-30), 2:3 ბარბერიო-2 (ბერი-28, ჯ. მიტჩელი-4), 2:4 ბერგლუნდი-21 (პერონი-25, ბროძიაკი-5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული