ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ასიანი "ვაშინგტონი" პლეი ოფში შევიდა

AutoSharing Option
"ვაშინგტონი" გახდა პირველი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, გარდა ამისა, პირველმა მიაღწია ასქულიან ნიშნულამდე.

"ტამპა ბეისთან" გასვლითი მატჩის გმირი აღმოჩნდა ფორვარდი ტი ჯეი ოში, რომელმაც კარიერაში მესამე ჰეთ-თრიკი შეასრულა. ახლა, ამერიკელს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 29 გოლი დაუგროვდა და უსწრებს თანაგუნდელ ალექსანდრ ოვეჩკინს, რომელიც 2005-06 წლებიდან მოყოლებული, ყოველ სეზონში "კეპიტალზის" საუკეთესო გოლეადორი ხდებოდა.

"ვაშინგტონი" ბოლო 10 სეზონში მეცხრედ მოხვდა სტენლის თასზე, მაგრამ ბრძოლა პირველობისთვის კონფერენციასა და მთლიანად რეგულარულში გრძელდება. დედაქალაქელებს 11 მატჩი რჩებათ და "კოლამბუსი" და "პიტსბურგი"
კვალში უდგანან ლიდერს.

* * *
შვიდმატჩიანი უქულო სერია ჰქონდა ამ სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო დებიუტანტს ოსტონ მეტიუსს. "ტორონტოს" ახალგაზრდა ფორვარდმა ნავსი "ჩიკაგოსთან" მატჩში გატეხა, მაგრამ ამან კანადურ კლუბს ვერ უშველა.

მეტიუსს 70 მატჩში 56 ქულა (32+24) აქვს და მეორე ადგილზეა დებიუტანტებს შორის - ოთხი ქულით ჩამორჩება ვინიპეგელ პატრიკ ლაინეს.

* * *
ბომბარდირთა დავაში კონორ მაკდევიდისა და ბრედ მარშანის ერთობლივი ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა. "ვანკუვერთან" მატჩის შემდეგ, "ოილერზის" ახალგაზრდა კაპიტანმა სეზონში 25-ე შაიბა გაიტანა და თავისი მონაგარი 80 ქულამდე აიყვანა. ის გახდა პირველი მოთამაშე სეზონში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.

გარდა ამისა, "ედმონტონის" მეკარემ კემ ტელბომ 33 დარტყმა მოიგერია და სეზონში მეექვსე შათაუტი შეასრულა, რაც 2001-02 წლების სეზონის შემდეგ, "მენავთობეების" არც ერთ მეკარეს არ გაუკეთებია. ბოლოს ეს შეძლო შვედმა ტომი სალომ.

* * *
"ანაჰაიმმა" წყნარი ოკეანის დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტი - "სან ხოსე" დაამარცხა. "დაქსის" კაპიტანმა რაიან გეტცლაფმა ერთი საგოლე პასი შეასრულა და მეორე მოთამაშე გახდა "ანაჰაიმის" ისტორიაში, ვინც 800 ქულა (235+565) დააგროვა. პირველმა ამ ზღვარს ფინელმა ლეგენდამ ტეემუ სელიანემ მიაღწია, რომლის საერთო მონაგარი 988 ქულა იყო.

ისევ აკვირვებს გულშემატკივრებს "სან ხოსეს" მცველი ბრენტ ბერნსი. თუ სეზონის შუაში ის პრაქტიკულად უგოლოდ არ ტოვებდა მოედანს და 40 შაიბაზე აცხადებდა პრეტენზიას, ახლა, მას 12-მატჩიანი უგოლო სერია აქვს.

დეტროიტი-კოლორადო 5:1
0:0, 1:0, 4:1
გოლები: 1:0 აბდელკადერი-6 (ზეტერბერგი-43, კრონვალი-9), 1:1 მაკინონი-15 (ბერი-26, ანტრიგეტო-9), 2:1 ტატარი-19 (გლენდენინგი-11), 3:1 ტატარი-20 (ნიკუისტი-27, ლარკინი-12), 4:1 ლარკინი-15 (ტატარი-18, ათანასიუ-10), 5:1 ნიკუისტი-10 (ზეტერბერგი-44, მაიკ გრინი-20).

აილენდერსი-კოლამბუსი 2:3 (ო)
1:0, 0:2, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 ჰამონიკი-3 (ჩიმერა-12, ბოვიე-11), 1:1 ბიორკსტრანდი-6, 1:2 ჯ. ანდერსონი-16 (ნ. ფოლინო-24, ვერენსკი-34), 2:2 ტავარესი-27 (საიდენბერგი-15, მეიფილდი-6), 2:3 ატკინსონი-33 (დუბინსკი-27, ვერენსკი-35).

კაროლინა-ნეშვილი 4:2
2:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 ჯ. სტაალი-14 (სლავინი-24), 2:0 სკინერი-24 (სტემპნიაკი-21), 2:1 არვიდსონი-26 (რ. ელისი-19, ფიალა-5), 3:1 სკინერი-25 (სლავინი-25, ჯ. სტაალი-26), 3:2 ფორსბერგი-29 (იარნკროკი-14, რ. ელისი-20), 4:2 ლინდჰოლმი-8 (აჰო-20).

ოტავა-მონრეალი 3:4 (ბ)
0:0, 2:1, 1:2, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 ე. შოუ-11 (დანო-23, შ. უებერი-24), 1:1 ბრასარი-13 (ტარისი-23, მ. ჰოფმანი-29), 2:1 ძინგელი-14 (ბაროუზი-14, ე. კარლსონი-51), 2:2 დანო-11 (ლეჰკონენი-6, ე. შოუ-15), 2:3 გალაჰერი-8 (მარკოვი-27), 3:3 ე. კარლსონი-14 (მეტოტი-12, ბრასარი-24).
ბულიტები გაიტანეს: ბირონი (მონრეალი), რადულოვი (მონრეალი).

ტამპა ბეი-ვაშინგტონი 3:5
2:2, 0:0, 1:3
გოლები: 0:1 ოში-27 (მ. იოჰანსონი-24, ბექსტრიომი-51), 0:2 ოში-28 (ოვეჩკინი-31, ბექსტრიომი-52), 1:2 კუჩეროვი-32 (პალატი-23, პოინტი-16), 2:2 კილორნი-17 (დრუენი-27), 2:3 ჯასტინ უილიამსი-20 (ნისკანენი-32, ბურაკოვსკი-19), 2:4 ჯ. კარლსონი-8 (ოში-20, ბექსტრიომი-53), 3:4 კუჩეროვი-33 (პოინტი-17), 3:5 ოში-29 (ბექსტრიომი-54).

ტორონტო-ჩიკაგო 1:2 (ო)
1:0, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 მეტიუსი-32 (ნიულანდერი-33, ჰიმანი-17), 1:1 ჰეიდენი-1 (ტეივზი-33, სიბრუკი-31), 1:2 ჰარტმანი-16 (პანარინი-41, კროუფორდი-1).

მინესოტა-რეინჯერსი 2:3
1:1, 0:2, 1:0
გოლები: 1:0 ე. სტაალი-24 (ჰანზალი-15, დუმბა-20), 1:1 სკიეი-4 (ცუკარელო-37, კლენდენინგი-9), 1:2 ლინდბერგი-6 (ჯ-ტ. მილერი-32), 1:3 ვესეი-15 (ლინდბერგი-11, ბუჩნევიჩი-11), 2:3 დუმბა-9 (პარიზე-16, კოილი-32).

არიზონა-სტ. ლუისი 0:3
0:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 პიეტრანჯელო-10 (შჩასტნი-22, ბოუმისტერი-12), 0:2 აპშოლი-9, 0:3 პერონი-15 (პარაიკო-28).

ედმონტონი-ვანკუვერი 2:0
0:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 მაკდევიდი-25 (სეკერა-23, დრაიზაიტლი-38), 2:0 ლეტესტუ-14 (დრაიზაიტლი-39, კლეფბომი-18).

სან ხოსე-ანაჰაიმი 1:2
1:1, 0:1, 0:0
გოლები: 0:1 ივსი-24 (გეტცლაფი-45, რაკელი-12), 1:1 კუტური-25 (ჯ. ტორნტონი-42, მარლო-18), 1:2 სილფვერბერგი-20.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული