ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: 20 წლის ამერიკელის სერია

AutoSharing Option
"ბაფალოს" ფორვარდმა ჯეკ აიკელმა "ფილადელფიასთან" მატჩში სამი ქულა დააგროვა - ორი შაიბა და ერთი შედეგიანი პასი. 20 წლის ამერიკელს, რომელიც შარშან, დრაფტის მეორე ნომერი იყო, 11-მატჩიანი შედეგიანი სერია აქვს - 16 ქულა (5+11). ეს საუკეთესო მოქმედი სერიაა NHL-ის ყველა მოთამაშეს შორის.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ აიკელი ლიდერობს ქულების რაოდენობით (24 ქულა) "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შემდეგ, რომელიც 30 იანვარს გაიმართა. ამ მაჩვენებლით მეორეა "დალასის" ფორვარდი ჯეიმი ბენი (22), მესამეზე - ჩიკაგოელი პატრიკ კეინი (21).

სხვათა შორის, "ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ, აიკელს კარიერაში
100 ქულა დაუგროვდა.

* * *
"კოლამბუსის" მეკარემ სერგეი ბობროვსკიმ ზედიზედ მესამე "შათაუტი" შეასრულა. მან "ნიუ ჯერსისთან" შეხვედრაში 33 დარტყმა მოიგერია და ახლა, 179 წუთისა და 29 წამის განმავლობაში "მშრალად" ინახავს საკუთარ თავს.

ბობროვსკი დევან დუბნიკთან ერთად სეზონის ლიდერია რეგულარულ სეზონში მოგებების რაოდენობით.

* * *
"ფლორიდასთან" გასვლითი მატჩი ტრიუმფალური აღმოჩნდა "ნიუ იორკ რეინჯერის" მეკარისთვის ჰენრიკ ლუნდკვისტისთვის. შვედმა კარის დარაჯმა 43 დარტყმა მოიგერია, რითაც თავის გუნდს ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოგებაში დაეხმარა.

ამ გამარჯვებით, ლუნდკვისტს რამდენიმე სტატისტიკური მიღწევა ჰქონდა. მაგალითად, 404-ე მატჩი მოიგო კარიერაში და ყველა დროის სიაში მეათე ადგილზე გადაინაცვლა. გარდა ამისა, ის პირველი მეკარეა ისტორიაში, ვინც 12 პირველი სეზონიდან 11-ში მიაღწია 30 მოგებას.

კოლამბუსი-ნიუ ჯერსი 2:0
0:0, 0:0, 2:0
გოლები: 1:0 ბიორკსტრანდი-4 (განიე-24, ჰარტნელი-20), 2:0 ატკინსონი-30 (დუბინსკი-25, ს. ჯონსი-26).

ბაფალო-ფილადელფია 3:6
1:1, 1:3, 1:2
გოლები: 0:1 რიდი-8 (გუდასი-13, კაზინსი-10), 1:1 ე. კეინი-24 (რისტოლაინენი-36, აიკელი-27), 1:2 გუდასი-4 (კუტურიე-9), 2:2 აიკელი-17 (რ. ო'რაილი-29), 2:3 ვილი-2 (ვორაჩეკი-36, კუტურიე-10), 2:4 ჟირუ-13 (დელ ზოტო-7, ვილი-1), 2:5 ვანდეველდე-6 (დელ ზოტო-8, კონეკნი-16), 2:6 კონეკნი-8 (გუდასი-14), 3:6 აიკელი-18 (ფრანსონი-16, ე. კეინი-13).

ტორონტო-დეტროიტი 3:2
2:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 მარჩენკო-1 (ბოზაკი-27, მარნერი-36), 2:0 ჯ. ვან რიმსდიკი-20 (power-play) (ბოზაკი-28, მარნერი-37), 3:0 კადრი-27 (ნიულანდერი-29, ჰანვიკი-13), 3:1 ნიკუისტი-8 (ზეტერბერგი-38, ტატარი-15), 3:2 ნიკუისტი-9 (მაიკ გრინი-17, ზეტერბერგი-39).

ფლორიდა-რეინჯერსი 2:5
0:2, 1:2, 1:1
გოლები: 0:1 კრაიდერი-25 (კამპფერი-1, ცუკარელო-34), 0:2 გლასი-1 (ლინდბერგი-9, ჯ-ტ. მილერი-30), 0:3 ჰეიესი-16 (სკიეი-29), 1:3 ვანეკი-16 (რ. სმიტი-19, ტროჩეკი-22), 1:4 ჰოლდენი-10 (ლინდბერგი-10, გლასი-1), 2:4 ეკბლადი-10 (ტროჩეკი-23, ი. იოკინენი-14), 2:5 ბუჩნევიჩი-8 (რიკ ნეში-15).

მინესოტა-სტ. ლუისი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 პერონი-13 (პარაიკო-26, ა. სტინი-28), 0:2 ტარასენკო-29 (შვარცი-26, პიეტრანჯელო-24), 1:2 მ. კოივუ-18 (რ. სუტერი-27).

ედმონტონი-აილენდერსი 1:4
0:1, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 ჰო-სანგი-1 (ჰიკი-12, პრინსი-13), 1:1 კასიანი-6 (ბენინგი-10, კაჯულა-7), 1:2 ა. ლი-24 (ბეილი-34, ტავარესი-31), 1:3 ლედი-18 (ნელსონი-22, ჰიკი-13), 1:4 ა. ლი-25 (ტავარესი-32, დე ჰაანი-14).

კოლორადო-კაროლინა 3:1
0:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 ფოლკი-12 (სკინერი-22, სლავინი-22), 1:1 ლანდესკოგი-15 (ბერი-23, ბარბერიო-8), 2:1 ბერი-6 (ანდრიგეტო-7, ტიუტინი-10), 3:1 მაკინონი-13 (კომო-7, ბერი-24).

ვანკუვერი-მონრეალი 1:2 (ო)
0:1, 0:0, 1:0, 0:1
გოლები: 0:1 ტ. მიტჩელი-8 (მარკოვი-25, შოუ-14), 1:1 ჩაპატი-4 (ედლერი-13, სტეჩერი-17), 1:2 ბირონი-16 (გალჩენიუკი-23).

ანაჰაიმი-ნეშვილი 4:3 (ბ)
1:2, 2:1, 0:0, 0:0, 1:0
გოლები: 0:1 კ. უილსონი-12 (ჯ. ნილი-16, იარნკროკი-12), 0:2 რ. ელისი-12 (საბენი-25, ფიშერი-22), 1:2 გეტცლაფი-12 (ვატანენი-18, ფაულერი-21), 1:3 ფორსბერგი-27 (იარნკროკი-13), 2:3 რიტჩი-12 (ივსი-17, გეტცლაფი-39), 3:3 რაკელი-27 (ივსი-18, გეტცლაფი-40).
ბულიტები გაიტანეს: ივსი (ანაჰაიმი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული