ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ჯერ კროსბი, შემდეგ დებიუტანტები

AutoSharing Option
"ტორონტოს" ფორვარდმა ოსტონ მეტიუსმა სამი საგოლე პასი შეასრულა "ვინიპეგის" წინააღმდეგ. ამით, ამერიკელმა 59 მატჩში 52 ქულა (28+24) დააგროვა და მეორე დებიუტანტი გახდა, რომელმაც თავის პირველ სეზონში 50 ქულა მიითვალა. პირველი იყო პატრიკ ლაინე, რომელმაც ამ მატჩში დუბლი შეასრულა და მეტიუსს ბომბარდირთა დავაში ორი ქულით უსწრებს.

როგორც ირკვევა, მეტიუსი გახდა მეორე მოთამაშე "ტორონტოს" ისტორიაში, რომელმაც 19 წლის ასაკში დააგროვა მინიმუმ 50 ქულა. პირველი იყო ტედ კენედი 1944-45 წლების სეზონში.

* * *
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა ნეშვილში. მასპინძლები სამი შაიბით აგებდნენ
"კალგარისთან", მაგრამ არა მხოლოდ გაათანაბრეს ანგარიში, არამედ წინ გავიდნენ. ეს შესაძლებელი გახდა ფილიპ ფორსბერგის შედეგიანი თამაშის წყალობით, რომელმაც ცხრა წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. თუმცა, მასპინძლებმა ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება - ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბეკლუნდისგან გაუშვეს, ოვერტაიმის დასაწყისში კი გამოეპარათ მცველის მარკ ჯორდანოს შეტევაში ჩართვა.

* * *
"მინესოტაზე" გასვლით მატჩში მოგება მე-400 იყო ჯოელ კენევილისთვის "ჩიკაგოს" მთავარი მწვრთნელის რანგში. ის მე-12 მწვრთნელია ისტორიაში, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია ერთ კლუბში მუშაობისას. მატჩის მთავარი გმირი იყო ჩიკაგოელთა კაპიტანი ჯონათან ტეივზი, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამას ორი საგოლე პასი დაუმატა. მისი წყალობით, "ჩიკაგომ" შვიდამდე გაზარდა სტუმრად მოგებათა სერია.

* * *
"პიტსბურგმა" სტუმრად მოუგო "კაროლინას" და შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია. "პინგვინები" სამ ქულამდე მიუახლოვდნენ დივიზიონის ლიდერს "ვაშინგტონს". ერთი შაიბა გაიტანა სიდნი კროსბიმ და ის 33 გოლით აგრძელებს ლიდერობას სნაიპერთა დავაში.

"მონრეალმა" პირველი მატჩი მოიგო მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ. კლოდ ჟულიენის შეგირდებმა სტუმრად სძლიეს "რეინჯერსს". ამ მოგების მთავარი შემოქმედი იყო მეკარე კერი პრაისი, რომელმაც 28 დარტყმა მოიგერია.

კაროლინა-პიტსბურგი 1:3
1:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ს. უილსონი-6 (ჰორნკვისტი-18, კულენი-13), 1:1 სკინერი-20 (სტემპნიაკი-17, დი ჯუზეპე-2), 1:2 კროსბი-33 (კესელი-35, ლეტანგი-29), 1:3 მალკინი-25 (ჰაგელინი-14).

ნიუ ჯერსი-ოტავა 1:2
0:0, 0:1, 1:1
გოლები: 0:1 ტარისი-20 (ძინგელი-17, პაგო-15), 0:2 ე. კარლსონი-10 (ფანოფი-17, ბრასარი-22), 1:2 ზეიჯაკი-12 (ბლანდისი-1, პალმიერი-20).

რეინჯერსი-მონრეალი 2:3 (ბ)
1:1, 1:1, 0:0, 0:0, 1:2
გოლები: 0:1 შოუ-8 (შ. უებერი-20, ემელინი-6), 1:1 ლინდბერგი-3 (ფასტი-14, სკიეი-26), 1:2 შ. უებერი-14 (მარკოვი-22, პასიორეტი-24), 2:2 რიკ ნეში-17 (მაკდონაჰი-31, ვესეი-9).
ბულიტები გაიტანეს: ცუკარელო (რეინჯერსი), რადულოვი (მონრეალი), ბირონი (მონრეალი).

დეტროიტი-აილენდერსი 1:3
1:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ბეილი-12, 1:1 ზეტერბერგი-14 (ვანეკი-23, ნილსენი-17), 1:2 დე ჰაანი-4 (ნელსონი-19, ქუინი-10), 1:3 ტავარესი-22 (ბეილი-29).

ტამპა ბეი-ედმონტონი 4:1
1:0, 1:1, 2:0
გოლები: 1:0 პალატი-12 (კუჩეროვი-29), 2:0 პალატი-13 (ტ. ჯონსონი-19, კუჩეროვი-30), 2:1 პაკარინენი-1 (კლეფბომი-15, ა. ლარსონი-12), 3:1 კუჩეროვი-22 (სტრალმანი-13, ტ. ჯონსონი-20), 4:1 ნამესტნიკოვი-8 (კუჩეროვი-31).

ტორონტო-ვინიპეგი 5:4 (ო)
1:2, 2:2, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 კომაროვი-9 (ლეივო-6, ზაიცევი-25), 1:1 ლაინე-29 (შაიფლი-36, მ. პერო-16), 1:2 ლიტლი-17 (ლოური-9, ბაფლინი-30), 2:2 კადრი-25 (ლეივო-7, რაილი-20), 2:3 ელერსი-20 (მორისეი-13, ველერი-32), 3:3 კომაროვი-10 (ნიულანდერი-25, მეტიუსი-22), 3:4 ლაინე-30 (შაიფლი-37, მ. პერო-17), 4:4 ნიულანდერი-17 (მეტიუსი-23, გარდინერი-21), 5:4 გარდინერი-9 (მეტიუსი-24).

ნეშვილი-კალგარი 5:6 (ო)
1:3, 4:1, 0:1, 0:1
გოლები: 0:1 ფერლანდი-9 (გოდრო-25, ჯორდანო-17), 1:1 საბენი-9 (ო. უოტსონი-9, ეკჰოლმი-17), 1:2 ბეკლუნდი-16 (ტკაჩაკი-27, დ. ჰემილტონი-27), 1:3 ფერლანდი-10 (გოდრო-26, მონეჰანი-17), 1:4 დ. ჰემილტონი-9 (გოდრო-27, მონეჰანი-18), 2:4 ფორსბერგი-17 (კ. უილსონი-16, არვიდსონი-22), 3:4 კ. უილსონი-9 (ელისი-16, საბენი-18), 4:4 ფორსბერგი-18 (იოზი-21, ჯ. ნილი-13), 5:4 ფორსბერგი-19 (რ. იოჰანსენი-32), 5:5 ბეკლუნდი-17 (ტკაჩაკი-28, მაიკლ სტოუნი-9), 5:6 ჯორდანო-9 (მონეჰანი-19, გოდრო-28).

მინესოტა-ჩიკაგო 3:5
0:0, 1:2, 2:3
გოლები: 0:1 ტეივზი-13 (ბ. კემპბელი-11, ტ. ვან რიმსდიკი-7), 1:1 მიკაელ გრანლუნდი-18 (ნიდერაიტერი-25, მ. კოივუ-28), 1:2 პანიკი-16 (ტეივზი-26), 1:3 შმალცი-5 (ტეივზი-27), 2:3 პარიზე-14 (სკანდელა-6, პომინვილი-28), 2:4 ტეივზი-14 (შმალცი-8, პანიკი-15), 3:4 მიკაელ გრანლუნდი-19 (ნიდერაიტერი-26, მ. კოივუ-29), 3:5 ტეივზი-15 (შმალცი-9).

კოლორადო-ლოს ანჯელესი 1:2
0:0, 1:2, 0:0
გოლები: 1:0 რანტანენი-14, 151 ტოფოლი-10 (დაუტი-25, კემპე-1), 1:2 ტ. ლუისი-8 (პირსონი-15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული