ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ერთი გაცვლა, ორი მატჩი, სამი ვარსკვლავი

AutoSharing Option
ვინსენტ ტროჩეკმა მესამე პერიოდის დასრულებამდე 4.6 წამით ადრე გაიტანა გამარჯვების შაიბა და 2:1 დაამარცხა "სენტ ლუისი". "პანტერებისთვის" ეს იყო ზედიზედ მეხუთე მოგება, აგრეთვე, ბოლო ცხრა მატჩში მერვე მოგება, რითაც გუნდი პლეი ოფის ზონაში დაბრუნდა.

* * *
გუშინ, "არიზონამ" მაიკლ სტოუნი გაცვალა "კალგარიში", რის შემდეგაც პირველ პერიოდში სამი შაიბა გაუტანა "ანაჰაიმს" და ამის წყალობით, ბოლო 13 მატჩში მერვედ მოიგო.

"ანაჰაიმმა" გაიბრძოლა და რაიან გეტცლაფის დუბლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მატჩის ბოლოს, ტრავმა მიიღო "არიზონას" მეკარემ მაიკ სმიტმა და ბოლო წუთებში მასპინძლების
კარს ახალბედა მარეკ ლანგჰამერი იცავდა. მან თავის სადებიუტო მატჩში ექვსი დარტყმა მოიგერია და შეუნარჩუნა "არიზონას" სასურველი ანგარიში.

კვირის სამი ვარსკვლავი
ამასობაში, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი ვარსკვლავი გამოავლინა.

პირველი ვარსკვლავი გახდა "ვინიპეგ ჯეტსის" ფორვარდი პატრიკ ლაინე. ფინელმა ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და რვა ქულა დააგროვა. ის სადებიუტო სეზონს ატარებს ჰოკეის ეროვნულ ლიგაში და უკვე მესამე ჰეთ-თრიქი შეასრულა. ლაინე გახდა პირველი მოთამაშე NHL-ის ისტორიაში, ვინც 19 წლის ასაკამდე სამ მატჩში გაიტანა სამი გოლი. 18 წლის ფორვარდს 28 გოლი აქვს რეგულარულ სეზონში და ლიდერია დებიუტანტებს შორის.

მეორე ვარსკვლავად დასახელდა "ტორონტოს" ფორვარდი ნაზემ კადრი, რომელსაც ოთხ მატჩში ექვსი ქულა ჰქონდა - ოთხი შაიბა და ორი შედეგიანი პასი. 26 წლის ჰოკეისტს უკვე აქვს დამყარებული პირადი რეკორდი - 24 გოლი გაიტანა რეგულარულ სეზონში.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ედმონტონ ოილერზის" ფორვარდმა კონორ მაკდევიდმა. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა სამ მატჩში ექვსი ქულა დააგროვა - ორი გოლი და ოთხი საგოლე პასი. 20 წლის მაკდევიდი 59 მატჩში 67 ქულით (20+47) ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

სტ. ლუისი-ფლორიდა 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 მარშესო-17 (ბიუგსტადი-4), 1:1 ბროძიაკი-7 (აპშოლი-5, რივსი-5), 1:2 ტროჩეკი-21 (პისიკი-9, რ. სმიტი-15).

არიზონა-ანაჰაიმი 3:2
3:0, 0:1, 0:1
გოლები: 1:0 დვორჟაკი-10 (დოუნი-15, პერლინი-5), 2:0 ჩირჩუნი-4 (რ. უაიტი-6, რიდერი-11), 3:0 ვრბატა-12 (დომი-16, ლ. შენი-6), 3:1 გეტცლაფი-10 (მენსონი-10, რიტჩი-9), 3:2 გეტცლაფი-11 (ვატანენი-16, ფაულერი-20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული