ივან ორიგონმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 255 კმ/სთ თხილამურებით

AutoSharing Option
ფრანგულ სამთო-სათხილამურო კურორტ ვარსზე გამართული Speed Masters-ის შეჯიბრების დროს ორი მსოფლიო რეკორდი დამყარდა.

იტალიელმა ივან ორიგონმა თავისი უფროსი ძმის, სიმონ ორიგონის რეკორდი 2,5 კმ/სთ-ით გააუმჯობესა. ივანის მიღწევა 254,958 კმ/სთ-ს შეადგენს.

ქალთა შორის მსოფლიო რეკორდი ასევე იტალიელ სპორტსმენს - ვალენტინა გრიჟიოს ეკუთვნის, რომელმაც დისტანციაზე მაქსიმალური სიჩქარე, 247,038 კმ/სთ დააფიქსირა და ამით შვედი სანა ტიდსტრენდის 10-წლიანი რეკორდი დაამხო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული