სამთო თხილამურები: ტინა მაზე სეზონს გამოტოვებს

AutoSharing Option
თანამედროვე სამთო თხილამურების ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ კარიერაში ერთწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა.

2014-15 წლების სეზონში მაზემ მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ცალკეული დისციპლინების ჩათვლაში კი მეხუთე ადგილზე დაბლა არ ჩამოსულა.

"16 გრძელი და წარმატებული სეზონის შემდეგ ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული და გონება ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივ დასვენებას ითხოვს. საკუთარ თავს ერთწლიანი პაუზის უფლებას მივცემ და შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალი კარიერის შესახებ", - დაწერა სოციალურ ქსელში მაზემ.

სლოვენიელს კარიერაში ოთხი ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული -
ორი ოქრო და ორი ვერცხლი, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ერთხელ მოიგო მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული