ზამთრის სახეობები

თხილამურებით სრიალი

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა.

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და ორი დაშვების შემდეგ საბოლოოდ 49-ე ადგილი დაიკავა.

სულ ჯამში გიგანტურ სლალომში მონაწილეობა 90 სპორტსმენმა მიიღო და აქედან 16-მა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა.

პირველი დაშვების შემდეგ წიკლაური 54-ე იყო (1:27.27), ხოლო მეორე დაშვების (1:28.07) მერე ქართველი სპორტსმენი 5 პოზიციით დაწინაურდა. წიკლაურის საერთო დრო ორი დაშვების შემდეგ: 2:55.34. 

პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს მედალი სლოვენიელ თინა მაზეს ერგო: 1) 1:17.88 2) 1:18.99 - ჯამი - 2:36.87.

ვერცხლის პრიზიორი ავსტრიელი
ანა ფენიგერი გახდა: 1) 1:18.73 2) 1:18.21 - ჯამი - 2:36.94

ბრინჯაოს მფლობელი - გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი: 1) 1:19.24 2) 1:17.90 - ჯამი -2:37.14

შეგახსენებთ, რომ ნინო წიკლაური 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

იხილეთ მეორე დაშვება
Sportall.Ge

იხილეთ პირველი დაშვება
Sportall.Ge