სამთო თხილამურები. მსოფლიოს თასი: რეპეტიცია იტალიაში

AutoSharing Option
სამთო მოთხილამურეები ასრულებენ მზადებას სოჭის ოლიმპიადისთვის. ქალები იტალიის კურორტ კორტინა დ'ამპეცოში შეიკრიბნენ, სადაც ოთხი დღის განმავლობაში ორ-ორჯერ გათამაშდება პირველობა სუპერგიგანტსა და სწრაფდაშვებაში.

პირველი სტარტი 22 იანვარს იყო და სუპერგიგანტი დაძაბულ ბრძოლაში მოიგო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ავსტრიელმა ელიზაბეტ გიორგლმა, რომელმაც სულ რაღაც 4 მეასედით აჯობა გერმანელ მარია რიშს.

როგორც წესი, სუპერგიგანტსა და სწრაფდაშვებაში ფავორიტთა ჯგუფის წევრები 16-22 სასტარტო ნომრებს იღებენ. გიორგლი ამ ჯგუფში არ ყოფილა და მეშვიდემ აიღო სტარტი და მის შემდეგ გამოსულმა ვერც ერთმა მოთხილამურემ ვერ შეძლო ავსტრიელის დროის გაუმჯობესება.
ელიზაბეტისთვის ეს იყო სეზონში მეორე და კარიერაში მეექვსე გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე - მას ორ-ორჯერ აქვს მოგებული გიგანტური სლალომი, სწრაფდაშვება და სუპერგიგანტი. შეგახსენებთ, რომ მან ასევე იანვარში მოიგო სწრაფდაშვება ავსტრიის ალტენმარკტში.

სუპერგიგანტი
1. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 1.24,23; 2. მარია რიში (გერ) - +0,04; 3. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - +0,34; 4. ტინა ვაირატერი (ლიხ) - +0,69; 5. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0,74; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - +0,92...

საერთო ჩათვლა
1. მარია რიში (გერმანია) - 861 ქულა; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 754; 3. ტინა ვაირატერი (ლიხ) - 723; 4. ლარა გუტი (შვეიც) - 620; 5. მიკაელა შიფრინი (აშშ) - 614; 6. ტინა მაზე (სლოვენ) - 573...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული