ნინო წიკლაურმა იტალიის ტურნირში სლალომში ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
კურორტ პასო სან პელეგრინოში (იტალია), სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, ქალთა სლალომში შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს სათხილამურო ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა.

ქართველმა სპორტსმენმა ნინომ მესამე ადგილი დაიკავა და 65.87 ქულა დაიმსახურა. ნინომ თავისი რეიტინგი 11 ქულით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ წიკლაურმა მეორე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა. პირველ და მეორე ადგილებზე იტალიელი მოთხილამურეები: მატილდე მინოტო და სარა პერონი გავიდნენ.

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ნინო წიკლაური სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გამოსასვლელად ემზადება - ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტრასებზე გამოდის და ფის-ის ქულებს იუმჯობესებს, რითაც ოლიმპიადაზე შესაბამის
სასტარტო ნომერს მოიპოვებს (სპორტის ამ სახეობაში სასტარტო ნომერს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან შეჯიბრების მსვლელობისას ტრასა უარესდება და, შესაბამისად, კარგი დროის ჩვენება ძნელდება.)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი ხარ ნინიკოო
vano jagmaidze
14:55 26-12-2013
0

სიახლეები პოპულარული