ზამთრის სახეობები

თხილამურებით სრიალი

ქართველი მოთხილამურეები შინ და გარეთ

AutoSharing Option
ევროპის ზამთრის კურორტებზე გრძელდება სამთო მოთხილამურეთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ნინო წიკლაურმა და სუსანა გავამ იტალიაში მოსინჯეს ძალები. Roccaraso-ში წიკლაური გიგანტურ სლალომში 2.59,46-ით 62-ე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, სლალომში უკეთ იასპარეზა: ასზე მეტ მონაწილეს შორის 31-ე ადგილი (1.59,87) დაიკავა.

თანაგუნდელს შვიდი საფეხურით ჩამორჩა სუსანა გავა (2.29,04). მთავარი პრიზი ავსტრიელმა შტეფანი ბრუნერმა მოიპოვა. Piancavallo-ში წიკლაურს სლალომში (1.27,06) 27-ე ადგილი ერგო, გავა (1.36,52) კი 56-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ჯაბა გელაშვილი ავსტრიულ Hinter-stoder-ში უწევდა მეტოქეობას კონკურენტებს. გიგანტურ სლალომში იგი 1.57,97-ით მეთერთმეტე იყო, სლალომში
კი ორი საფეხურით წინ წაიწია - გამარჯვებულ მანუელ კარელის (ავსტრია, 1.29,90) 0.04,4 წამით ჩამორჩა.

* * *

9 და 10 მარტს მესტიაში, კერძოდ, ჰაწვალის ფერდობზე გიგანტურ სლალომსა და სლალომში საქართველოს თასის გათამაშების მე-4 ეტაპი გაიმართება.

გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ასაკობრივ ჯგუფში (1999-2000 წწ, 1997-98 წწ, 1996 და უფრო ადრე დაბადებულთა შორის) გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"