ლინდსი ვონი თითქმის ოთხგზისაა

AutoSharing Option
მორიგი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს თასის მეოთხე ტიტულისკენ ამერიკელმა ლინდსი ვონმა. ბულგარეთის კურორტ ბანსკოში გაიმართა სუპერგიგანტი და თავის ერთ-ერთ საყვარელ დისციალინაში ლინდსი ისევ უკონკურენციოდ იყო.

თუმცა ამჯერად ამერიკელს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. კერძოდ, ვონს ძალიან გაუჭირდა ლიხტენშტაინის წარმომადგენლის ტინა ვაირატერის დამარცხება.

ლინდსი ვაირატერის შემდეგ დაეშვა ტრასაზე და ფინიშზე მხოლოდ 5 მეასედი მოიგო. ახლოს იყვნენ ლიდერთან იტალიელი დანიელა მერიგეტი და სლოვენიელი ტინა მაზე. მათ შორის მესამე ადგილისთვისაც დიდი ბრძოლა გაიმართა და მერიგეტიმ მხოლოდ 7 მეასედი მოუგო მაზეს.

ამ მოგების შემდეგ ვონის მონაგარმა საერთო
ჩათვლაში 1602 ქულა შეადგინა. ახლა ის უახლოეს მდევარ ტინა მაზეს 528 ქულას უგებს.

ლინდსიმ უკვე მოიგო ბროლის მცირე გლობუსი სწრაფდაშვებასა და სუპერკომბინაციაში. ახლა წინ არაფერი უდგას სუპერგიგანტსა და გენერალურ კლასიფიკაციაში ტრიუმფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული