დიდიე კუშის გედის სიმღერა

AutoSharing Option
24 თებერვალს, შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში სუპერგიგანტი გაიმართა და ადგილობრივი ფანების გასახარად, მსოფლიოს თასის ეს ეტაპი დიდიე კუშმა მოიგო. ამ შესანიშნავი მოთხილამურის ნებისმიერი გამოსვლა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან 37 წლის შვეიცარიელი ბოლო სეზონს ატარებს კარიერაში.

კუშმა 16 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კანადელ იან ჰუდეცს. დიდიესთვის ეს იყო კარიერაში 21-ე გამარჯვება და მეექვსე სუპერგიგანტში.

ამ მოგებით კუშმა აღნიშნულ დისციპლინაში ბროლის მცირე გლობუსის მოგების შანსი მიიღო. ის მხოლოდ 38 ქულით ჩამორჩება ლიდერს, ნორვეგიელ აქსელ-ლუნდ სვინდალს, რომელმაც გუშინდელი ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება საერთო ჩათვლაში ბრძოლას, ავსტრიელი მარსელ ჰირშერმა შეინარჩუნა ლიდერობა, რადგან სუპერგიგანტის სპეციალისტმა, შვეიცარიელმა ბიტ ფოიცმა ჩააგდო ეს ეტაპი - მხოლოდ მე-20 ადგილი დაკავა.

თავად ჰირშერი, რომლის სპეციალიზაციაა სპეციალური სლალომი, ბოლო ორ წელიწადში პირველად გამოვიდა სუპერგიგანტში და საუკეთესო ოცდაათეულის მიღმა აღმოჩნდა. ავსტრიელი 41 ქულას უგებს ფოიცს. მათ შორის არის ხორვატი ივიცა კოსტელიჩი. ის მხოლოდ 12 ქულას აგებს ჰირშერთან, მაგრამ კვლავაც ტრავმირებულია და ვერ ახერხებს ტრასაზე გასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული