ნინო წიკლაური გიგანტურ სლალომში მესამეა

AutoSharing Option
ევროპის ზამთრის კურორტებზე გრძელდება საერთაშორისო ტურნირები სამთო თხილამურობაში. ბოლო სამი დღის განმავლობაში გოგონათა შორის შესანიშნავად იასპარეზა ნინო წიკლაურმა: გუშინ მან იტალიაში (Fondo Grande Folgaria) ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირზე გიგანტურ სლალომში მოსინჯა ძალები, სადაც პირველობისთვის 64 მონაწილე იბრძოდა.

წიკლაურმა ორი დისტანციის ჯამში 2.08,13-ით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ-მეორე ადგილებზე მასპინძლები - მიჩელე სპერანზონი (2.05,98) და ჯულია ბადალონი (2.06,73) გავიდნენ. ბაკურიანელი სუსანა გავა (2.15,06) მე-18 ადგილით დაკმაყოფილდა.

ნინო წიკლაური კვარცხლბეკთან ახლოს იყო 4 თებერვალსაც პასო ოქლინში, სადაც მოთხილამურეები სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენებური მესამე ადგილზე
გასულ მასპინძელს - მარტინა ჰოკერს (1.48,25) მხოლოდ 0,03 წამით ჩამორჩა და მე-4 ადგილს დაყაბულდა.

სუსანა გავა აქ 26-ე იყო, ელენე გედევანიშვილის ძმამ - დიმიტრი გედევანიშვილმა (1.39,17) და სოსო ჯაფარიძემ (1.41,40), შესაბამისად, 21-ე და 27-ე ადგილები დაიკავეს.

ჩვენი ბიჭები ფონდი Fondo Grande Folgaria-ში გუშინწინ 9 ქვეყნის 137 წარმომადგენელს ეცილებოდნენ სლალომში პირველობას. დიმიტრი გედევანიშვილმა 1.41,80-ით მეთვრამეტე ადგილი დაიკავა.

მას 6 საფეხურით ჩამორჩა ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე ნიკოლოზ კოზანაშვილი (1.45,89).

პირველი-მესამე ადგილები, შესაბამისად, იტალიელმა დავით და ვილამ (1.38,37), ავსტრიელმა მანუელ ანევანტერმა (1.38,88) და შვეიცარიელმა ქვირინ შნურიგერმა (1.39,35) დაიკავეს.

გოგონებში სუსანა გავა (1.59,06) 28-ე იყო, ნინო წიკლაურმა კი პირველი დისტანცია ვერ ჩაამთავრა. კვარცხლბეკის სამივე საფეხური გოგონებშიც იტალიელებმა დაიკავეს.

გუშინ ვაჟთა გიგანტურ სლალომში სოსო ჯაფარიძეს 2.01,67-ით მე-8 ადგილი ერგო, დიმიტრი გედევანიშვილს (2.02,95) - მეთოთხმეტე, ნიკოლოზ კოზანაშვილმა კი მეორე დისტანციაზე ვერ იყოჩაღა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული