ბაკურიანმა სტუდენტ მოთხილამურეთა ჩემპიონატს უმასპინძლა

AutoSharing Option
საქართველოს სტუდენტ მოთხილამურეთა ჩემპიონატში, რომელსაც ბაკურიანმა უმასპინძლა, 20 უმაღლესი სასწავლებლის 70-მდე ქალ-ვაჟი მონაწილეობდა. ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ საუნივერსიტეტო სპორტის ეროვნული ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის ფედერაციები.

ორდღიანი პაექრობების შემდეგ საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: სნოუბორდი. ვაჟები. 1. მიხეილ თასოშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 2. გიორგი ტაბატაძე (ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 3. ნიკოლოზ ნაზღაიძე (სასწავლო უნივერსიტეტი - სეუ).

გიგანტური სლალომი. გოგონები.1. მანანა წერეთელი (საქართველოს უნივერსიტეტი), 2. თამარ მელიქიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), 3. ანა ნიჟარაძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი). ვაჟები.1. კოტე ვახტანგიშვილი (გორის სუხიშვილის სასწავლო
უნივერსიტეტი), 2. ირაკლი კიკნაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), 3. ირაკლი ჩხეიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

გამარჯვებულები და პრიზიორები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკა ამაშუკელმა დააჯილდოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული