ქართველი მოთხილამურეები ალეგემ გამოსცადა

AutoSharing Option
იტალიის კურორტ პეკოლ დი ზოლდოდან ახალგაზრდა მოთხილამურეებმა ტბისპირა ქალაქ ალეგეში გადაინაცვლეს, სადაც ორი დღის განმავლობაში გიგანტურ სლალომში 19 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

შეჯიბრების პირველ დღეს ქართველთაგან სოსო ჯაფარიძემ (2.32,63) 35-ე ადგილი დაიკავა, დიმიტრი გედევანიშვილი (2.42,52) კი 73-ე იყო.

პრიზი იტალიელმა პიეტრო კიპრიანიმ მოიპოვა (2.25,97), სამაგიეროდ, სახელოვანი ქართველი მოციგურავის - ელენე გედევანიშვილის ძმამ მეორე დღეს უკეთ იასპარეზა - 146 მონაწილეს შორის მე-16 შედეგი (2.31,22) აჩვენა.

გედევანიშვილს 40 საფეხურით ჩამორჩა 15 წლის შოთა ნათაძე (2.38,36), რომელსაც პირველ ტურნირში მონაწილეობა არ
მიუღია. ასპარეზობა აქაც იტალიელმა - მიჩელ პრომბერგერმა მოიგო (2.27,78). პეკოლ დი ზოლდოს ტურნირის გამარჯვებული ალექსი ბენიაიძე ალეგეში არ ჩასულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული