სუსანა გავამ სლალომში 22-ე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ავსტრიის საკურორტო ქალაქ ინსბრუკში დამთავრდა პირველი ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველოს ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გიგანტურ სლალომში, როგორც გაუწყეთ, ნიკოლოზ კოზანაშვილი 48 მონაწილეს შორის მე-20 იყო, ხოლო მისი მამიდაშვილი სუსანა გავა 32-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ბაკურიანელმა მოთხილამურეებმა სლალომშიც მოსინჯეს ძალები. გავამ ამჯერად 22-ე ადგილი დაიკავა, კოზანაშვილმა კი დისტანცია ვერ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული