რიში დაქორწინდა

AutoSharing Option
წლევანდელი სეზონის ტრიუმფატორი, მსოფლიოს თასის ახალი მფლობელი მარია რიში დაქორწინდა. გერმანელი მოთხილამურის ქმარი მისივე მენეჯერი მარკუს ჰიოფლი გახდა.

საქორწინო ცერემონია მარიას მშობლიურ ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში გაიმართა. ჯვრისწერა დღეს, ავსტრიის სამთოსათხილამურო კურორტ კიტცბუელის ტაძარში შედგება და ამ ცერემონიას 200 სტუმარი დაესწრება.

სტუმრების სიაში არ არის თანამედროვე სამთო-სათხილამურო სპორტის მეორე ლიდერი, მარიას ყოფილი მეგობარი ლინდსი ვონი. მას წინა სამ სეზონში ჰქონდა მოგებული მსოფლიოს თასი, მაგრამ წელს გერმანელმა ბოლო მომენტში აჯობა. როგორც ირკვევა, მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპზე რიშმა და ვონმა სერიოზულად იჩხუბეს, რასაც ორმხრივი
საყვედურები და გულში ჩადებული ძველი წყენის გახსენება მოჰყვა.

მარია რიშის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლინდსის ერთი კვირის წინ გაუგზავნეს მოსაწვევი და ვარაუდობდნენ, რომ ამერიკელი წინასწარ შეატყობინებდა ქორწილში სავარაუდო დასწრების შესახებ. მაგრამ რიშს მისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

მარია რიშის ხელისმომკიდე მისი უმცროსი და, ასევე ცნობილი მოთხილამურე სიუზანა რიში იქნება. ქორწილის შემდეგ მარიას ჰიოფლ-რიშის გვარით მოიხსენიებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული