ალექსი ბენიაიძის გამარჯვება

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სეზონის მიწურულს ერთი ქართული გამარჯვების მომსწრენი გავხდით - 20 მარტს იტალიურ პასო როლეში ამ ქვეყნის ახალგაზრდული პირველობა გაიმართა გიგანტურ სლალომში და ყველას 20 წლის ალექსი ბენიაიძემ აჯობა.

გუდაურელმა მოთხილამურემ 120-ზე მეტ სპორტსმენს აჯობა (რომელთაგან ფინიშამდე 96 მივიდა) და ორი ცდის ჯამში 1:51,04 წუთი შედეგით პირველი ადგილი დაიკავა. ეს ბენიაიძის პირველი ტიტულია. ამავე შეჯიბრებაში გამოჩდნენ ახალი სახეები - ნიკოლოზ კოზანაშვილი (75-ე ადგილი) და კახა კურტანიძე (76-ე).

პასო როლეში გოგონათა გიგანტურ სლალომში ნინო წიკლაური მე-16 ადგილზე გავიდა.

დიმიტრი გედევანიშვილმა ამერიკულ სტრატონში
FIS-ის ეგიდით გამართულ სლალომში იასპარეზა, სადაც მე-15 ადგილი დაიკავა.




.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული