დოპინგი: დარტყმა რუსულ ბიატლონს

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მეორე ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ, კანადელმა იურისტმა რიჩარდ მაკლარენმა ბიატლონის საერთაშორისო ფედერაციას გადასცა მონაცემები 31 რუსი ბიატლონისტის შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დოპინგის გამოყენებაში. არ არის გამორიცხული, სპორტსმენებმა სულ მალე დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღონ.

"ამ სპორტსმენთაგან ზოგიერთი უკვე დისკვალიფიცირებულია ან დაასრულა კარიერა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დღეს საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში გავცემთ რეკომენდაციებს და ჩვენი ორგანიზაციის კომიტეტი ჩამოაშორებს სპორტსმენებს სტარტებს", - განაცხადა ბიატლონის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ანდერს ბესებერგმა.

* * *
ამასობაში, საერთაშორისო ოლიმპიური
კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს ეჭვი არ ეპარება რიჩარდ მაკლარენის მეორე ანგარიშში მოყვანილი ფაქტების მართებულობაში.

"ანგარიშის მეორე ნაწილში ბევრ იმ კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც ანგარიშის პირველი ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა. მაკლარენმა წარმოადგინა მტკიცებულებები. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ამ მოვლენებმა დოპინგთან ბრძოლის მიმართ ნდობა დააქვეითეს", - განაცხადა ბახმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული