ყველაზე სექსუალური გერმანიაში

AutoSharing Option
ბიატლონში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მაგდალენა ნოიერი გერმანიაში 2013 წლის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენად დაასახელეს. გამოკითხვა ჟურნალმა Playboy-მ ჩაატარა.

ადრე მაგდალენამ არაერთხელ უთხრა უარი ამ ეროტიკულ გამოცემას ფოტოსესიის მოწყობაზე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Playboy-სთვის, ნოიერი ყველაზე სექსუალურ ქალბატონად გამოეცხადებინა.

როგორც T-online.de იტყობინება, მაგდალენამ გამოკითხულთა ხმების 28.4 პროცენტი მიიღო. მან გაუსწრო საწყლოსნო სახეობების ორ წარმომადგენელს - ანა ბადერსა (27.1) და ანგელა მაურერს (11 პროცენტი).

შეგახსენებთ, რომ მაგდალენა ნოიერი აღარ არის მოქმედი სპორტსმენი - მან გასული სეზონის შემდეგ დაასრულა პროფესიული კარიერა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული